მარნეულში მარცვლეულის საშრობი და შესანახი საწყობი მეურნეობა მოეწყობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:14, 15 Jun, 2013     1533

 


სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე მრავალდარგოვან სასოფლო–სამეურნეო საწარმოს შპს "ლომთაგორას" ეწვივნენ და მიმდინარე სამუშოები დაათვალიერეს.


"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" დახმარებით ,,პროკრედიტ ბანკისგან" აღებული 400 ათასი დოლარის სესხით შპს "ლომთაგორა" მარნეულში მარცვლეულის საშრობი და შესანახი სასაწყობე მეურნეობის მშენებლობას ახოეციელებს. ერთ თვეში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მეურნეობაში 2 ათასი ტონა მარცვლეულის გადამუშავება–შენახვა იქნება შესაძლებელი.


კომპანია "ლომთაგორამ" 2000 წელს დააფუძნა "აგრო–სამეცნიერო ჯგუფი ლომთაგორა", რომელიც სიმინდისა და ხორბლის სელექცია–მეთესლეობას ეწევა. სამეცნიერო ჯგუფი აერთიანებს სოფლის მეუნრეობის მეცნიერებათა დოქტორებს და დარგის სპეციალისტებს. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად აგრო–სამეცნიერო ჯგუფმა გამოიყვანა უხმოსავლიანი, ეკოლოგიურად სუფთა სიმინდის 5 ჰიბრიდი და ხორბლის 3 ჯიში.


დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ხორბლის წარმოებით დაინტერესებულ ფერმერებს შეხვდა და მათთან ერთად, ,,ლომთაგორას" მეურნეობის სასელექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთებში ხორბლის ახალი ჯიშები დაათვალიერა.


პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს" სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. აღნიშნულ პროექტს "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვთარების ფონდი" აფინანსებს.

 

საფინანსო ინსტიტუტებმა სესხების გაცემა 27 მარტიდან დაიწყეს. პროექტში ჩართულია 12 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედო" და ,,კრისტალი".

 

როგორც ცნობილია, "შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი" სამი კომპონენტისგან შედგება. პირველი არის უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის, რომლითაც უკვე 1410 ადამიანმა ისარგებლა, სესხის მოცულობა კი 741,382 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, რომელიც საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არის გათვალისწინებული, დღეის მონაცემებით ამ კომპონენტის დახმარებით სესხი 992 ბენეფიციარმა აიღო, კრედიტის საერთო მოცულობა 19,859,377 ლარს შეადგენს. პროექტის დაწყებიდან თითქმის სამი თვე გავიდა და მესამე კომპონენტში უკვე 54 სესხი გაიცა. აქედან ,,სტარტ აპი" 15–ია. დაფინანსებულია ღვინის, მარცვლელულის შესანახი საწარმოს მშენებლობა, ასევე სასათბურე მეურნეობა, მეცხოველეობის განვთარება და რძის გადამამუშავებელი. დაფინანსება მიიღეს საწარმოებმა, რომლებმაც საფინანსო ინსტიტუტებს გაფართოებისთვის მიმართეს. 15 ივნისის მონაცემებით საფინანსო ინსტიტუტებმა მესამე კომპონენტში სულ 8,356,734 დოლარის სესხი გასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42