ქართველი სპორტსმენი, ზაზა ფაჩულია პლანეტის საკალათბურთო ლიგის ჩემპიონია. „გოლდენსტეიტ უირიორსმა“ სუპერფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა მოიგო და „კლივლენდ კავალიერსი“ ანგარიშით 129-120 დაამარცხა. „გოლდენ სტეიტ უირიორსი“ NBA-ს ჩემპიონი მეხუთედ გახდა.
აღნიშნულ გამარჯვებაძე ქართველმა სპორტსმენმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონობა არის საქართველოსთვის:
„ეს მსოფლიოს ჩემპიონობა არის საქართველოსთვის. ეს დასაწყისია და ბევრი ჩემპიონი გვეყოლება კიდევ, გილოცავთ საქართველო! ძალიან ბედნიერი ვარ, ასე მამხნევებდით კარგ და ცუდ დღეებშიც“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
ზაზა ფაჩულიას 9 წუთიანი თამაშის შედეგი 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. კევინ დურანტის ანგარიშსზე კი 39 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი არის.
ფინალების ყველაზე ღირებული მოტამაშე კევინ დურანტი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები