ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2017-ის ფარგლებში, 9-10 ივნისს ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი - 9th International Wine Award 2017- გაიმართა. კონკურსზე როგორც მსხვილი კომპანიების, ისე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში 43 კომპანიის, 164 სხვადასხვა სახის ღვინო იყო წარდგენილი. 10 ივნისს, საზეიმო ცერემონიაზე 6 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინეს და ოქროს (26 მედალი), ვერცხლის (36), ბრინჯაოს (84) მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადასცეს. წლის საუკეთესო ღვინოებად ღვინის კომპანია შუმის ,,საფერავი გეორგიკა 2013“ (წითელი მშრალი) და კომპანია ქვევრის ღვინის მარანის ,,ქვევრის მწვანე 2016“ (ქვევრის თეთრი მშრალი) აღიარეს.
გამარჯვებულები სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასეთი კონკურსები და გამოფენები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
,,ნამდვილად შთამბეჭდავია წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა და გამარჯვებულთა რიცხვი. ეს მოწმობს იმას, რომ ქვეყანაში დარგი სულ უფრო სწრაფად ვითარდება, იქმნება ახალი ღვინის კომპანიები, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიაზციისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
წელს პირველად, საუკეთესო ღვინოებს სპეციალური პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY) და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული სახელობითი მედლები გადაეცათ:
· საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო - ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი
მწვანე (2015) - კომპანია ბატონო
· საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი;
საფერავი გეორგიკა (2013) - ღვინის კომპანია შუმი
· საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი
ტოლიბაში (2016) - კომპანია Wine Products of Spirits
· საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი
ქვევრის მწვანე (2016) - კომპანია ქვევრის ღვინის მარანი
· საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.
საფერავი (2015) - კომპანია ბატონო
ტრადიციულად, კონკურსში მონაწილე ღვინოები ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. წელს კონკურსის ჟიურის წარმოადგენდნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW - ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი - კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ოსტატი სომელიე - ისა ბალი (Isa Bal MS – თურქეთი), ღვინის ექსპერტი - სარა ებოტი (Sarah Ebot - დიდი ბრიტანეთი), ენოლოგი - მიხეილ მესხი (საქართველო) და ენოლოგი - გოგი დაქიშვილი (საქართველო).
როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ტიმ ატკინმა აღნიშნა, ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი უსაზღვრო და ამოუწურავია. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ახალი კომპანიების რიცხვი, რაც მისასალმებელია და იმის დასტურია, რომ დარგი სწრაფად ვითარდება და სწორი გზით მიდის.
9-11 ივნისს, თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017 იმართება. წელს გამოფენაში 11 ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობს. 97 კომპანია 170-ზე მეტი სახის პროდუქციას წარმოადგენენ. უკვე 10 წელია გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართულ ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდნენ:
· ოქროს მედალი
კატეგორია „თეთრი მშრალი ღვინო“
1. ფაფარი ველი რქაწითელი (2013) - კომპანია ფაფარი ველი
2. მანაველი მწვანე (2016)- კომპანია მანაველი
3. მწვანე (2015) - კომპანია ბატონო
4. კახური მწვანე შუმი (2015) - ღვინის კომპანია შუმი
კატეგორია „ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო“
1. კახური (2016) - კომპანია კახური ღვინის მარანი
2. კრახუნა (2015) - კომპანია ვარციხის მარანი
3. ქვევრის რქაწითელი (2016) - კომპანია ძმების მარანი
4. მწვანე ქვევრის (2016) - ქვევრის ღვინის მარანი
5. Vine Ponto (2015) – კომპანია Spirit of Georgia
6. ვინოტერა ქისი (2014) - კომპანია Schuchmann Wines Georgia
7. რქაწითელი (2016) - კომპანია გრავისი
8. კახური მწვანე (2016) -კომპანია გრავისი
9. ქვევრის მწვანე (2016) - კომპანია გიუანი
10. Eristavi Wine (2016) - კომპანია Spazio Libero
კატეგორია „წითელი მშრალი ღვინო“
1. საფერავი (2016) - კომპანია ძმების მარანი
2. საფერავი გეორგიკა (2013) - ღვინის კომპანია შუმი
3. ყვარელი შუმი (2014) -ღვინის კომპანია შუმი
4. მუკუზანი იბერიული (2013) - ღვინის კომპანია შუმი
5. საფერავი (2015) - კომპანია ქინძმარაული მარანი
6. საფერავი (2015) - კომპანია ბატონო
7. Mosmieri Saperavii (2015)- კომპანია Georgian Hospitality Investment
კატეგორია „ქვევრის წითელი მშრალი ღვინო“
1. ალექსანდროული (2015) - კომპანია ვარციხის მარანი
2. საფერავი ქვევრის (2016) - კომპანია ქვევრის ღვინის მარანი
3. საფერავი რეზერვი (2013) - კომპანია საწნახელი
4. საფერავი (2015) - კომპანია ბატონო
კატეგორია „წითელი ნახევრადტკბილი ღვინო“
1. Tolibashi (2016) - Wine Products of Spirits
· ვერცხლის მედალი
კატეგორია „თეთრი მშრალი ღვინო“
1. ცოლიკოური (2015) - კომპანია ვახტანგური
2. კახური მწვანე (2014) -კომპანია კახური ღვინი მარანი
3. მანავი (2015) - კომპანია კახური ღვინის მარანი
4. გურჯაანი (2015) - კომპანია კახური ღვინის მარანი
5. წინანდალი იბერიული (2015) - კომპანია ღვინის კომპანია შუმი
6. ქისი (2015) - კომპანია ქინძმარაული მარანი
7. ფაფარი ველი ქართლი-კახეთი (2016) - კომპანია ფაფარი ველი
8. კახური სამეფო (2013) - კომპანია ქინძმარაული მარანი
კატეგორია „ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო“
1. ობჩური ცოლიკოური (2016) - კომპანია სიმონ ჩხეიძის მარანი
2. ტიბაანი (2012) - კომპანია დუგლაძეების ღვინის კომპანია
3. რქაწითელი (2015) - კომპანია როიალ ხვანჭკარა
4. რქაწითელი ქვევრის (2016) - კომპანია დუგლაძეების ღვინის კომპანია
5. რქაწითელი ქვევრის (2016) - კომპანია გიუაანი
6. ქისი ქვევრის (2015) - კომპანია ვაზი+
7. ვაინ პონტო რქაწითელი (2015) - კომპანია Spirit of Georgia
8. ვაინ პონტო ქისი (2015) - კომპანია Spirit of Georgia
9. მწვანე ქვევრის (2015) - კომპანია ვაზი+
10. მწვანე „რჩეული ქვევრის“ (2015) - კომპანია საწნახელი
11. ხიხვი ქვევრი (2014) - კომპანია საწნახელი
12. კრახუნა (2016) - კომპანია გრავისი
კატეგორია „წითელი მშრალი ღვინო“
1. ასურეთული შალა (2016) - კომპანია ძმების მარანი
2. საფერავი კასრის (2016) - კომპანია გიუაანი
3. მუკუზანი (2015) - საქართველოს ვაზისა და ღვინის კომპანია
4. Chala Wine Kakheti (2016) - კომპანია Chala Briani
5. მუკუზანი (2012) - კომპანია კახეთის ღვინის მარანი
6. სალომე (2013) - ღვინის კომპანია შუმი
7. მუკუზანი (2015) -კომპანია ბატონო
8. G. Wine Saperavi Cabernet Frani (2015) - კომპანია ღვინის აკვანი
კატეგორია „ქვევრის წითელი მშრალი ღვინო“
1. საფერავი (2015) - კომპანია როიალ ხვანჭკარა
2. საფერავი ქვევრის (2015) - კომპანია ვაზი +
3. საფერავი (2015) - კომპანია შალაურის ღვინის მარანი
კატეგორია „წითელი ნახევრადტკბილი ღვინო“
1. ხვანჭკარა (2016) - კომპანია ლომთაძის საოჯახო ღვინო
2. ქინძმარაული (2015) - კომპანია დუგლაძეების ღვინის კომპანია
3. ახაშენი (2014) - კომპანია კახეთის ღვინის მარანი
4. უსახელაური (2015) - კომპანია უსახელაურის ვენახები
5. ქინძმარაული (2016) - კომპანია ქინძმარაული მარანი
· ბრინჯაოს მედალი
კატეგორია „თეთრი მშრალი ღვინო“
1. კრახუნა (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია -
2. ჩინური (2016) - კომპანია ლაგვინარი
3. ცოლიკოური მუხის კასრში დაძველებული (2016) -კომპანია KTW
4. გურამიშვილის მარანი (2015) - კომპანია KTW
5. ციცქა ცოლიკაური (2016) - კომპანია ლაგვინარი
6. ცოლიკაური (2016) - კომპანია ლაგვინარი
7. წინანდალი (2015) - კომპანია ვაინმენი
8. ზურაბ ღვალაძის ღვინო (2015) - ზურაბ ღვალაძის მარანი
9. ქისი (2015)- საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია
10. წინანდალი (2015) - ყვარლის მარანი
11. გურამიშვილის მარანი ჩინური კასრის (2015) - კომპანია KTW
12. წინანდალი (2015) - კომპანია ბატონო
13. ნაფარეული (2015) - კომპანია ბატონო
14. წინანდალი (2015) - კახური ღვინის მარანი
15. რქაწითელი (2015) - კახური ღვინის მარანი
16. ხიხვი (2016) - საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია
17. რქაწითელი შუმი (2014) -ღვინის კომპანია შუმი
18. მანავი (2016) - კომპანია გიუაანი
19. მოსმიერი კახური (2015) - კომპანია Georgian Hospitality Investment
20. მწვანე იბერიული (2015) - ღვინის კომპანია შუმი
21. მოსმიერი წინანდალი (2015) - კომპანია Georgian Hospitality Investment
კატეგორია „ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო“
1. ხიხვი (2016) - კომპანია ბატონო
2. ქისი მწვანე (2015) - კომპანია ბატონო
3. რქაწითელი (2015) - ვარციხის მარანი
4. მანაველი რქაწითელი (2016) - კომპანია მანაველი
5. ქისი (2016) - კომპანია გრავისი
6. მწვანე ქვევრის (2015) - კომპანია ვახტანგური
7. რქაწითელი (2016)- გვარძელაშვილის მარანი
8. მწვანე კახური/ქისი (2015) - კომპანია ვახტანგური
9. ტიბაანი (2015) - კომპანია ტიბაანი
10. ქვევრის ქისი (2016) - კომპანია გიუაანი
11. ბაიას ღვინო 2016 - კომპანია ბაიას ღვინო
12. ქვევრის მწვანე (2014) - კომპანია ვაზი+
13. G. Wine მწვანე (2016) - კომპანია ღვინის აკვანი
14. ქვევრის ხიხვი (2016) - კომპანია გიუაანი
15. ქვევრის ქისი (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია
16. რქაწითელი (2016) - კავშირი თემი
17. ხიხვი (2016) - შალაურის ღვინის მარანი
კატეგორია „თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო“
1. როიალ ხვანჭკარა ტვიში (2015) - კომპანია როიალ ხვანჭკარა
2. ტვიში (2013) - დუგლაძეების ღვინის კომპანია
3. ფიროსმანი (2015) - კახური ღვინის მარანი
4. ალაზნის ველი (2015) - კახური ღვინის მარანი
კატერგორია „წითელი მშრალი ღვინო“
1. ალადასტური (2016) - კომპანია ლაგვინარი
2. თავკვერი (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია
3. ოცხანური საფერე (2015) - დუგლაძეების ღვინის კომპანია
4. მუკუზანი (2015) - დუგლაძეების ღვინის კომპანია
5. მუკუზანი (2015) - კომპანია ვაინმენი
6. საფერავი (2015) - საქართველოს ვაზისა და ღვინის კომპანია
7. საფერავი (2015) - ყვარლის მარანი
8. საგურამო წითელი მშრალი ღვინო მუხის კასრში დაძველებული (2015) - კომპანია KTW
9. მუკუზანი (2015) - კომპანია KTW
10. საფერავი სანავარდო (2016) - კომპანია შატო ნეკრესი
11. Chateau Nekresi Concorde (2016) - კომპანია შატო ნეკრესი
12. მუკუზანი უმანო (2014) - კომპანია კორპორაცია ქართული ღვინო
13. შუხმანი მუკუზანი (2015) - კომპანია შუხმან ვაინს ჯორჯია
14. საფერავი (2014) - კახური ღვინის მარანი
15. საფერავი მუხაში დაძველებული (2013) - კახური ღვინის მარანი
16. საფერავი ბიო (2014) - ღვინის კომპანია შუმი
17. ნაფარეული შუმი (2013) - ღვინის კომპანია შუმი
18. Cabernet Souvingnon (2014) - კახური ღვინის მარანი-
19. კასრის საფერავი (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია-
20. საფერავი (2015) - კომპანია ვაზი +
21. საფერავი (2016) - კომპანია ფაფრის ველი
კატეგორია „ქვევრის წითელი მშრალი ღვინო“
1. ბოლნური (2016) - კომპანია ბოლნური
2. ქვევრის თავკვერი (2016) - ძმების მარანი
3. ჩხავერი (2016) - კომპანია გრავისი
4. ჟღია (2016) - კომპანია გრავისი
5. ოცხანური საფერე (2015) - ვარციხის მარანი
6. ქვევრის საფერავი (2016 )- კომპანია გიუაანი
7. ვინოტერა საფერავი კახური (2014)- კომპანია შუხმან ვაინს ჯორჯია
8. მანაველი საფერავი (2015) - კომპანია მანაველი
9. კაბერნე ქვევრის (2014) - კომპანია ვაზი +
10. საფერავი“რჩეული ქვევრი" (2015)- კომპანია საწნახელი
11. საფერავი ქვევრის (2014) - კომპანია ვაზი +
12. ერისთავის ღვინო (2016) - კომპანია Spazio Libero
კატეგორია „წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო“
1. უსახელაური (2013) - დუგლაძეების ღვინის კომპანია
2. ქინძმარაული (2016) - კომპანია ვაინმენი
3. ახაშენი (2014) - დუგლაძეების ღვინის კომპანია
4. ქინძმარაული (2016) - კომპანია ყვარლის მარანი
5. ქინძმარაული იბერიული (2016) - ღვინის კომპანია შუმი
6. ქინძმარაული (2014) - კახური ღვინის მარანი
7. ქინძმარაული (2016) - კომპანია შატო ნეკრესი
8. ქინძმარაული (2015) - საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია
9. ახაშენი (2015) - საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია
მასალის გამოყენების პირობები