ოზურგეთის მერმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს საჩუქრად 200 ლარი გადასცა
საზოგადოება - 18:50, 09 Jun, 2017     1943
ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და სამრევლო სკოლების საატესტატო გამოცდებში ათქულიანი შედეგის მქონე კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. შეხვედრას ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, სკოლის დირექტორები და კურსდამთავრებულთა დამრიგებლები ესწრებოდნენ.

ბეგლარ სიორიძემ N1 N2 N4 და წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის 16 კურსდამთავრებულს საჩუქრად 200 ლარი გადასცა და თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა.

"ძალიან მეამაყება, რომ ქალაქ ოზურგეთში ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს, რომლებმაც გამოცდებზე უმაღლესი შედეგი აჩვენეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც კურსდამთავრებულებს, ასევე, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებმაც ამ ახალგაზრდების წარმატებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანის მომავალი ძალიან წარმატებული იქნება და ისინი საკუთარ ქალაქსა და ქვეყანას გამოადგებიან.’’ - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე.

წელს გამოცდები ოთხ საგანში ჩატარდა, სადაც ქალაქ ოზურგეთის საჯარო და სამრევლოს სკოლის მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42