თბილისში წლების წინ დახურული საბავშვო ბაღი სექტემბრიდან გაიხსნება
საზოგადოება - 14:25, 09 Jun, 2017     2919
საბურთალოს რაიონში, პეკინის №23(ა)-ში, წლების წინ დახურული საბავშვო ბაღი სექტემბრიდან გაიხსნება.

ბაღის შენობას გამაგრებითი-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. დასრულებული შენობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა. საბავშვო ბაღში მერთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტისა და საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.

საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო შენობის შიდა სივრცე და ეზო. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. სამუშაოების ღირებულებამ 1 318 000 ლარი შეადგინა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღსაზრდელთა 9, მათ შორის, 2 ბაგის ჯგუფი გაიხსნება, დასაქმდება 70-მდე ადამიანი.

„ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ძალიან ლამაზად გარემონტებული საბავშვო ბაღი, რომელიც სექტემბრისთვის გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ ბაღში ბავშვებისთვის დიდი და კეთილმოწყობილი სივრცეა. ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია და ძალიან მალე დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვის პროცესი. უახლოეს პერიოდში შემოვა ავეჯი და სამზარეულოს ინვენტარი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამსახურდიას 23(ა)-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა.

თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ელზუროს“ გამსახურდიას გამზირის N23ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.

საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ახალი ბაღის ასაშენებლად კი ტერიტორიის მოძიება საკმაოდ დიდი პრობლემაა. აღნიშნული ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება. ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვის უზრუნველყოფას შეძლებს.

ახალი ბაღების ნუმერაცია დასრულდა და პეკინის #23 მდებარე ბაღი #74 იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42