ელიას მთაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გაიხსნა
საზოგადოება - 21:36, 08 Jun, 2017     1340

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა პატივის მიგების საშუალება ელიას მთაზე განახლებულ მემორიალთანაც აქვთ.
განახლებული მემორიალი ოფიციალურმა პირებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გახსნეს.

ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მებრძოლები გაიხსენა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. სამხედრო ვეტერანებმა თანამებრძოლები და საბრძოლო მოქმედებები გაიხსენეს.

მემორიალი საინგილოს მე-5 ჩიხში არსებულ სკვერში მდებარეობს და მასზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული 110 გმირის სახელი და გვარია დატანილი. სხვადასხვა დროს აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა შავნაბადას ბატალიონისა და არტილერისტთა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილს, სადაც აღიმართა პირველი სახით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი.

სამხედრო ქვედანაყოფების სადისლოკაციო ადგილების შეცვლის შემდეგ, ობელისკის განახლების საკითხი დღის წერიგში დადგა. მემორიალი ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით აღადგინა.
ცერემონიალის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, გმირთა ხსოვნის მემორიალი შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ აკურთხა. მოწვეულმა სტუმრებმა ძეგლი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და დროშის აღმართვის ცერემონიალიც გაიმართა. საღამო მუსიკალურად ანსამბლმა „მართვემ“ გააფორმა.

ცერემონიალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ვლადიმერ იმნაძე, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანები და დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ღონისძიება ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის ხელშეწყობით ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42