როდის შეხვდება პატრიარქი „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, შეხვედრის ორგანიზება მას დეკანოზ მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სთხოვა, მაგრამ 5 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა მცირე გაუგებრობის გამო ჩაიშალა.
„თორნიკეს მოწერილი ესემესში წერია, რომ მას სურდა ოჯახის მოყვანა პატრიარქთან, მე ვუთხარი რომ ამას გადავცემდი უწმინდესს. მან კვლავ მომწერა, დიდი მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის და იქვე მოუწერია, რომ ადვოკატების მოყვანაც სურდა. თუმცა მე ამ ესემესს თვალი ვეღარ მივადევნე, იმიტომ რომ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი, შესაბამისად მე უწმინდესისთვის ადვოკატების შესახებ არაფერი არ მითქვამს. ეს შეხვედრა ჩაიშალა მათი მიზეზით, იმიტომ რომ ისინი საპატრიარქოში მოსვლას ადვოკატებთან ერთად ითხოვდნენ“- განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






