რაჟდენ შულაიას მაფიოზური დაჯგუფება აშშ-ში - FBI-მ 15 ქართველი კრიმინალი დააკავა
კრიმინალი - 21:30, 08 Jun, 2017     21339

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრალდება წარუდგინეს მაფიოზურ დაჯგუფებას, რომელსაც წარმოშობით ქართველი რაჟდენ შულაია ედგა სათავეში. როგორც ამერიკული მედია წერს, ეს ყველაზე დიდი დაჯგუფებაა, რომელიც ოდესმე გამომჟღავნებულა აშშ-ს სამართალდამცველების მიერ. პრესა ამ დაჯგუფებას "რუსულ კრიმინალურ სინდიკატს" უწოდებს და აცხადებს, რომ მასში ყოფილი სსრკ-ს სხვადასხვა რესპუბლიკების წარმომადგენლები შედიან, მათ შორის, რუსები, უკრაინელები, თუმცა უმრავლესობა ქართველია.

ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის პროკურატურა რაჟდენ შულაიას "კანონიერ ქურდს" უწოდებს.

კრიმინალურ დაჯგუფებას ბრალი ედება შეკვეთილი მკვლელობების, რეკეტის, ყაჩაღობისა და თაღლითობის ორგანიზებაში. ასევე, კრიმინალები აკონტროლებდნენ იატაკქვეშა სატამაშო სახლებს და კლუბებს, ვაჭრობდნენ მოპარული სიგარეტებითა და სხვა საქონლით და სხვა მრავალ დანაშაულში.

40 წლის რაჟდენ შულაიას გარდა საქმეში ფიგურირებს ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავას, ნიკოლოზ ჯიქიასა და სხვა კრიმინალების გვარები. სულ საქმეში 27 გვარია მოხსენიებული, მათგან 24 დაპატიმრებულია. ნიკოლოზ ჯიქიას და კიდევ რამდენიმე კრიმინალს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობების ორგანიზებაში ედებათ ბრალი სამუდამო პატიმრობა ელის.

შულაიას დაჯგუფება ძირითადად ნიუ-იორკში იყო დისლოცირებული, თუმცა, მოქმედებდა ასევე ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში, ფლორიდაში, და ნევადაში. ასევე რამდენიმე "ოპერაცია" აშშ-ს ფარგლებს გარეთაც აქვს შესრულებული.

მაფიური დაჯგუფების წევრები მჭიდრო კავშირში იყვნენ რუსეთში, საქართველოსა და უკრაინაში მოქმედ "კოლეგებთან" და ხშირად დიდი ოდენობით თანხებსაც ურიცხავდნენ მათ.

FBI-ი აცხადებს, რომ ის კვლავ აგრძელებს ამ საქმის გამოძიებას და დაჯგუფების სხვა წევრების გამოვლენას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42