საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ახალი პროექტი განიხილეს
საზოგადოება - 15:37, 08 Jun, 2017     2023

საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა, ახალი სარკინიგზო პროექტის - „სამხრეთი-დასავლეთი“-ის აქტივიზების საკითხი განიხილეს. სარკინიგზო დერეფნის განვითარებისათვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, სპარსეთის ყურესა და ინდოეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო ტვირთგადაზიდვას ეხება.

თბილისში დღეს გამართულ შეხვედრაზე, მხარეთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის დროის მაჩვენებელი შესამჩნევად შემცირდება. დღეს არსებული მდგომარეობით, სპარსეთის ყურესა და ინდოეთის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით დიდი მოცულობის ტვირთის საზღვაო გზით გადაზიდვას 30-40 დღე-ღამე სჭირდება. საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის სარგინიგზო ხაზით ამავე ტვირთის გადაზიდვა კი გაცილებით მოკლე დროში გახდება შესაძლებელი. ამ სარკინიგზო მონაკვეთზე კი კონკურენტუნარიანი ტარიფის დაწესებაც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.

„ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მისი მეშვეობით ორი დიდი ეკონომიკის უმოკლესი და უსწრაფესი გზით ერთმანეთთან დაკავშირებაა შესაძლებელი. ამასთან, თუ ტვირთი ჩვენს დერეფანში იმოძრავებს, გაიზრდება უსაფრთხოების ხარისხი და მომსახურების ფასიც იქნება მისაღები. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა გადამწყვეტია, რადგან სწორედ დღეს დაისახა ის გადამწყვეტი ღონისძიებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში ეს პროექტი უნდა აამუშავოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროექტი გაზრდის ტვირთბრუნვას როგორც ირანის, ასევე აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინგიზებზე, ხოლო ჩვენს ცნობიერებაში გაჩნდება თვისობრივად ახალი ლოგისტიკური პროდუქტი, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ საქართველოს რკინიგზა გახლავთ.“ - აღნიშნა “GR logistics & terminals”- ის დირექტორმა ლევან სულაბერიძემ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის რკინიგზის პრეზიდენტმა საიდ მოხამადზადემ. მისი განცხადებით: „ეს არის ახალი სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაცია და საერთაშორისო საზოგადოებისათვის წარდგენა. ძალიან საინტერესო წინადადებები წარმოადგინა საქართველოს რკინიგზამ, რაც დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლას გაააქტიურებს. ყველასათვის ცნობილია, რომ სარკინიგზო მიმოსავლას ალტერნატივა არ აქვს - უფრო უსაფრთხოა, იაფია და სწრაფია. ამ პროცესების განვითარებას კი მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარებაც.“

,,აღსანიშნავია ის, რომ რომ ევროპას, პაკისტანს, ინდოეთსა და ირანს შორის დიდი ტვირთბრუნვა არის. ამ დერეფანს კი დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენ გვსურს შევქმნათ ერთიანი სატარიფო სისტემა, რათა ამ ტვირთის კონტორლი შევძლოთ. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო ზონა შექმნა. ეს მუშაობის ხარისხის, ტვირთბრუნვის გაუმჯობესებისა და ტვირთის კომფორტული გადაადგილების იმპულსებს იძლევა.“-აღნიშნა აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ, ჯავიდ გურბანოვმა.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის რკინიგზის პრეზიდენტმა საიდ მოხამადზადემ შეხვედრის შედეგების ამსახველ შესაბამის დოკუმენტს ხელი დღესვე მოაწერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42