ჩერნოვეცკის ფონდმა თბილისში გახსნა დღის ცენტრი და სასადილო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. სასადილოთი სარგებლობა შეუძლია დღეში 500–მდე ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქში ნაკლები მშიერი და შეჭირვებული ადამიანი იქნება.
ჩერნოვეცკის ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფ 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და „შინ მოვლის“ პროგრამას –რომელიც თვეში 600 საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულ ადამიანს უწევს დახმარებას, კიდევ ორი პროექტი შეემატება, რომელსაც ფონდი სრულად დააფინანსებს.
ეს იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განკუთვნილი ცენტრი, აქ უფასო სასადილოს გარდა ადამიანები მიიღებენ ექიმის კონსულტაციას, შეძლებენ შეიჭრან თმა და იბანაონ, დაისვენონ, უყურონ ტელევიზორს, ისარგებლონ ინტერნეტით, მიიღონ სუფთა ტანსაცმელი. ეს ევროპული პრაქტიკაა, ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრი მთელი დღის განმავლობაში მოემსახურება სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
ფონდი პროექტის რეალიზებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ:
მის: თბილისი, კრწანისის რაიონი, გორგასლის მეორე შესახვევი N25
ტელ: 032 219 33 21, +995 577 92 40 45
ფეისბუკის გვერდი: www.facebook.com/ChernovetskyiFund/
მასალის გამოყენების პირობები






