m2-ის მასტერკლასი სტუდენტებისთვის - „ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“
საზოგადოება - 18:14, 07 Jun, 2017     1050
კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე „ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“.

მასტერკლასი თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე №10-ში, დაგეგმილი მშენებლობის ობიექტზე ჩატარდა. მონაწილეთა შორის იყვნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე თემით დაინტერესებული სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც. მასტერკლასის მიზანი მომავალი არქიტექტორებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იყო. პროგრამას არქიტექტურისა და აღდგენითი სამუშაების ექსპერტი გოგოთურ მისრიაშვილი და პროექტის ავტორი, არქიტექტორი ირაკლი შარაშიძე გაუძღვნენ.

მასტერკლასის „ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“ მთავარი თემა იყო არსებული შენობის ადაპტაციის მოდელის წარმოდგენა, რაც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ საკითხებს: ძველი და ახალი შენობის არქიტექტურულ სინთეზსა და იესახის შენარჩუნებას, არსებული არქიტექტურული ნიმუშების კონსერვაციის პროცესს, ნიმუშების დემონსტრირებას, რესტავრაციის გეგმისა და ადაპტაციის საუკეთესო ანალოგების ჩვენებას თანამედროვე არქიტექტურაში. მასტერკლასის დროს ექსპერტებმა წარმოადგინეს შენობის მომავალი ფუნქციური და ეკონომიკური სარგებელიც.

მასტერკლასზე სტუდენტებსა და მედიას შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ობიექტი უსაფრთხოების დაცვის ყველა ნორმის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ მელიქიშვილის გამზირზე არსებულ შენობას არ აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი, კომპანია m2 ითვალისწინებს არსებული შენობის არქიტექტურულ თავისებურებას, მის ინტეგრაციას უბნის მიმდებარე შენობა-ნაგებობებთან და ახდენს არსებულის რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს მისი იერსახის, კერძოდ კი ფასადისა და ინტერიერის დეტალების კონსერვაციასა და შენარჩუნებას.

კომპანია „m2 უძრავი ქონება“ კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკიდან გამომდინარე გეგმავს განახორციელოს მსგავსი მასტერკლასები თემით დაინტერესბული სხვა პირებისთვისაც. გარდა ამისა, კომპანია სტუდენტებს საშუალებას მისცემს დააკვირდნენ მშენებლობის პროცესს მშენებლობისა და რესტავრაციის სხვადასხვა ეტაპებზე, რათა სრული წარმოდგენა ჰქონდეთ მსგვასი ტიპის პროექტების განხორციელების შესახებ. მასტერკლასის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42