9-11 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა - WINEXPO-GEORGIA ,,ექსპოჯორჯიაში“
საზოგადოება - 17:40, 07 Jun, 2017     1797
გამოფენების ცენტრი ,,ექსპოჯორჯია“ 9-11 ივნისს გიწვევთ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე - WinExpo-Georgia 2017. ტრადიციულად, გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

WinExpo-Georgia 2017 კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. 10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი.

WinExpoGeorgia 2017 - ეს არის გამოფენა და ბიზნეს ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც შექმნილი კომფორტული და საქმიანი გარემო ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. გამოფენის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარების და აპარტურის მწარმოებლებთან/იმპორტიორებთან.

2017 წელს გამოფენაში მონაწილეობს 97 კომპანია. წარმოდგენილი იქნება 170-ზე მეტი ღვინო.

მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთ და უკრაინა.

გამოფენის პარალელურად გაიმართება ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი. კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს გადაეცმათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები. დამატებით, სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ღვინო დაჯილდოვდება უმაღლესი ჯილდოთი.

2017 წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები:

 საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო - ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი

 საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი

 საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი

 საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი

 საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი

 საუკეთესო წითელი ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

კონკურსის ჟიურის წევრები:

• ტიმ ატიკინი- თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი)

• კენიჩი ოჰაში (იაპონია)

• ისა ბალი (თურქეთი)

• სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი)

• მიხეილ მესხი (საქართველო)

• გოგი დაქიშვილი (საქართველო)

გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება 9 ივნისს, 11.00 საათზე.

გამოფენას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონო ლევან დავითაშვილი. სტუმრებს მიესალმებიან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - ბატონი გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - ბატონი გიორგი ჩოგოვაძე და საგამოფენო ცენტრი ექსპოჯორჯიას დირექტორი ბატონი რესან ქიქავა.

ოფიციალური მხარდამჭერები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო

,,ექსპოჯორჯია“ - ნდობა 59 წლიანი დაძველებით!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42