8-11 ივნისს „ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“ გაიმართება
საზოგადოება - 11:57, 07 Jun, 2017     1518
2017 წლის, 8-11 ივნისს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის, „ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“ მოეწყობა. კვირეული სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება 8 ივნისს, 19:00 საათზე, ვარკეთილის მე-3 მასივში, 108-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები მოეწყობა. დღის ბოლოს კი, ღია ცის ქვეშ ცნობილი ქართული ბენდების, „ქიმერა“, „არა“, „პულსი“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

9 ივნისს, 17:00, თემაზე ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარკეთილის მედიათეკაში, ნახატებისა და ფოტოების გამოფენა/კონკურსი ჩატარდება. გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და მედიათეკის საწევრო ბარათები გადაეცემათ.

10 ივნისს ექსტრემალური სპორტის სახეობების წარმოდგენა და ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე საზაფხულო კინოჩვენება მოეწყობა.

11 ივნისს, 12:00 საათზე, გარდაბნის გზატკეცილზე კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება და მინი მარათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს სასაჩუქრე ბარათები გადაეცამათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42