სამგორში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა
საზოგადოება - 14:05, 06 Jun, 2017     1679

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად, კაიროს დასახლებაში მიმდინარე წყალარინების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს. დაგეგმილია 9 კილომეტრზე, ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რომლითაც 600-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. საპროექტო ქსელზე რკინა-ბეტონის 308 ჭა გაკეთდება.

„აღნიშნულ დასახლებას არასდროს ჰქონია მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი. ათეულობით წლების განმავლობაში აწუხებდათ ეს პრობლემა. ჩვენ მათ დავპირდით ამის მოგვარებას და დავიწყეთ რეალურად პროექტის განხორციელება. ბიუჯეტიდან საკმაოდ მოცულობითი რესურსი იხარჯება იმისათვის, რომ აღნიშნულ უბანს ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაუწყდეს და შესაბამისად, მოსახლეობა იცხოვრებს უფრო მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოში“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ

მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 333 333 ლარია გამოყოფილი. წყალარინების მოწყობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამგორის რაიონის მასშტაბურ განახლებას თბილისის მერიას კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გადასცა.

წყალარინების მოწყობის პროექტს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ ახორციელებს.

პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42