ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მესამე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში
საზოგადოება - 18:37, 01 Jun, 2017     534

9 ივნისს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენციას გამართავს თემით „ჯანდაცვის სექტორის განვითარებას საქართველოში“.

MEETING ROOM-ის მესამე შეხვედრა მიზნად ისახავს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას. კონფერენციაზე განხილული იქნება სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა განვითარებად და დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვ.

ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრენენ შემდეგი დადასტურებული სპიკერები:

Ø მარინა დარახველიძე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი

Ø დავით ვახტანგიშვილი - სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური მიმართულებით

Ø გიორგი ყიფიანი - ვივო მედიქალ ჯგუფის გენერალური დირექტორი

Ø ბესიკ ფესტვენიძე - ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი

Ø ნოდარ ჩიქოვანი - სამედიცინო კორპორაცია პრაიმედის რეგიონის კოორდინატორი

Ø გოგა ჯაფარიძე - პაშა ბანკის კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი

დამატებითი სპიკერები დაანონსდება ღონისძიებამდე. ფორუმის მოდერატორი იქნება გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.

“მოხარული ვართ, დავაანონსოთ MEETING ROOM-ის მესამე ბიზნეს კონფერენცია, რომელიც ამჯერად ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვას დაეთმობა. წინა ორი შეხვედრის თემები იყო „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ და „განახლებადი ენერგიის განვითარება ჰიდროელექტროსადგურების მაგალითზე“. 9 ივნისს კონფერენციას კვლავ სასტუმრო რედისონში ვუმასპინძლებთ. აღნიშნულ ფორუმზე ვეპატიჟებით ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს და ვიმედოვნებთ, რომ აქ გაზიარებული გამოცდილება ღირებული იქნება დამსწრეებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ამ სექტორის განვითარებაში ინვესტირებით არის დაინტერესებული.“ – განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

კონფერენციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ პაშა ბანკს:

ელფოსტა: marketing@pashabank.ge, ტელ.: + 995 322 265 000.

MEETING ROOM-ის შესახებ:

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა სექტორზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების სერია, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის იდეების და სასარგებლო გამოცდილების გასაზიარებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42