საქართველოს პრეზიდენტი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება
საზოგადოება - 16:34, 05 Jun, 2017     1484
საქართველოს პრეზიდენტი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, ახალი ეკოლოგიური აზროვნების საფუძველზე გლობალური გაერთიანების საუკეთესო მაგალითია 2015 წლის პარიზის შეთანხმება კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომელსაც მსოფლიოს ორასამდე ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა.
"გლობალიზაციის პროცესებმა მსოფლიო ქვეყნები და ადამიანები ერთმანეთს დაგვაახლოვა. მან ასევე გვაჩვენა, რომ პლანეტაზე - ჩვენ საერთო სახლში, არა მხოლოდ უკეთესი მომავლის პროექტები, არამედ - საფრთხეები და გამოწვევებიც გვაერთიანებს. მსოფლიო ქვეყნებს ერთმანეთისაგან საზღვრები ყოფს. მაგრამ ეკოლოგია საზღვრებს არ ცნობს. გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დარღვევა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების გაღარიბება, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების სწრაფი ხარჯვა და მრავალი სხვა პრობლემა მოქმედებს თითოული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ვითარების შესაცვლელად საჭიროა ყველა ქვეყნის, თითოული მოქალაქის გაერთიანებული ძალისხმევა.

ბუნების მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ემსახურება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1972 წელს დაარსებული გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც დღეს აღნიშნავს მთელი მსოფლიო.

ახალი ეკოლოგიური აზროვნების საფუძველზე გლობალური გაერთიანების საუკეთესო მაგალითია 2015 წლის პარიზის შეთანხმება კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომელსაც მსოფლიოს ორასამდე ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა.

მჯერა, რომ მსგავსი ერთიანობით, გლობალური ძალისხმევით შევქმნით მსოფლიოს, რომელშიც ჩვენ და ჩვენი შვილები უსაფრთხო გარემოში, ბუნებასთან ჰარმონიაში ვიცხოვრებთ"- მიიჩნევს პრეზიდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42