თსუ-ს, თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
საზოგადოება - 13:41, 05 Jun, 2017     1242
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოსთან. მემორანდუმებს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმს ხელი თსუ-ში ახალი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოეწერა. თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას ინფორმაციით, „ფაკულტეტზე შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამა - განვითარების კვლევები და ადგილობრივი თვითმმართველობა. ამ პროგრამის შექმნა და დანერგვა ფაკულტეტზე არსებულმა გამოწვევებმა გვიკარნახა - მდგრადი განვითარების სწორი გამოყენება, ეკოლოგიური, მიგრაციული და სხვა პრობლემები, რომელიც დგას მსოფლიოს წინაშე. მათი გადაწყვეტა ადგილობრივი დონიდან იწყება. ამიტომაც დავაწყვილეთ მდგრადი განვითარება და ადგილობრივი მმართველობის შესწავლა, რათა სტუდენტს ჰქონდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება.“

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „ხელმოწერილი მემორანდუმი განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. სტუდენტები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც დედაქალაქი გეგმავს. თავის მხრივ, უნივერსიტეტი დედაქალაქს პრობლემების გადასაწყვეტად მოახმარს სამეცნიერო და სტუდენტურ პოტენციალს. მერიასა და საკრებულოში სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების გარდა, ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ პროექტს დედაქალაქთან ერთად, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას ეხება. ამ პროექტს გერმანელ პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ.“

„სტუდენტები, რომლებიც თეორიულ ცოდნას მიიღებენ უნივერსიტეტში, დედაქალაქიის მერიაში შეძლებენ სხვადასხვა მიმართულებით თავიანთი კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ პროგრამის განხორციელებაში მერიის სხვადასხვა უწყებების აქტიური ჩართულობა აუცილებელია. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და მერიის კვალიფიციურ კადრებთან სტაჟირება, საბოლოოდ კარგ შედეგამდე მიგვიყვანს,“- აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

„მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები მისასალმებელი და საჭიროა ქალაქის განვითარებისთვის. სტუდენტები იმუშავებენ თბილისის საკრებულოს სხვადასხვა კომისიაში, სამსახურებში, რაც ნიშნავს ქალაქის მართვაში ჩვენი მომავალი თაობის მეტ ჩართულობას. ეს პროექტი ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას გაიარონ სტაჟირება და განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერია და საკრებულო მჭიდროდ ითანამშრომლებს უნივერსიტეტთან სტუდენტური სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების საკითხებზე. თავის მხრივ, უნივერსიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მერიას და საკრებულოს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით; მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42