ტრენინგი 3 ეტაპიანი იყო და თითოეული სასწავლო ფაზა მოიცავდა როგორც აქტიურ სალექციო პერიოდებს, ასევე დამოუკიდებლად შესასრულებელი სამუშაოს კომპონენტს და საპილოტე ტრენინგების ჩატარებას.
აქტივობის ფარგლებში პირველ ეტაპზე განხორციელდა სააღსრულებო წარმოების იმ ასპექტების იდენტიფიცირება, სადაც საჭირო იყო სასწავლო მოდულის შემუშავება. მოხდა ბიუროს თანამშრომლების ინფორმირება იმ უნარების შესახებ, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი სასწავლო კურსების შესადგენად.
აქტივობის მიზანი იყო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სასწავლო მოდულების განვითარება და ტრენერების გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალხარისხიანი სააღსრულებო წარმოების უზრუნველყოფის მიზნით მოახდენს ახლადმოსული თანამშრომლების განათლებას სააღსრულებო წარმოების საკითხებზე და ასევე, საკანონმდებლო სიახლეების შემთხვევაში, სასწავლო მასალების რედაქტირებასა და ბიუროს მოქმედი თანამშრომლების გადამზადებას.
მასალის გამოყენების პირობები






