კრისტიანუ რონალდუ ანდრეს ინიესტასა და კლარენს ზეედორფის შემდეგ, მესამე ფეხბურთელია უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც ოთხ ფინალურ გამარჯვებაში მონაწილეობას იღებდა.
პირველი საფინალო გამარჯვება რონალდუმ 2008 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში მოიპოვა, მეორე და მესამე გამარჯვება 2014 წლისა და 2016 წლის ფინალებში, მეოთხე კი კვლავ „რეალის“ რიგებში 2017 წლის ფინალში.
მადრიდის რეალი პირველი საფეხბურთო კლუბი გახდა, რომელმაც 500-ე გოლი გაიტანა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში.
კლუბების ხუთეული, რომლებსაც ლიგის ფარგლებში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი:
მადრიდის რეალი - 503
ბარსელონა - 459
მიუნჰენის ბაიერნი - 415
მანჩესტერ იუნაიტედი - 350
არსენალი - 281
მადრიდის რეალის 503 გოლი 57 სხვადასხვა კლუბზე ნაწილდება, მათ შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი:
მიუნჰენის ბაიერნის კარში - 30 გოლი
გალატასარაის კარში - 20 გოლი
რომას კარში - 19 გოლი
დორტმუნდის ბორუსია - 18 გოლი
იუვენტუსი - 17 გოლი
მასალის გამოყენების პირობები