უეფას ჩემპიონთა ფინალური მატჩი „მილენიუმ სთედიუმზე“ მადრიდის რეალის გამარჯვებით დასრულდა. ტურინის „იუვენტუსი“ ანგარიშით 4:1 დამარცხდა.
ფინალის დაწყებიდან ათი წუთის მანძილზე ბურთის ფლობის უპირატესობა „ბებერი ქალბატონის“ მხარეს იყო, მან რეალის კარის მიმართულებით სამჯერ დარტყმაც შეძლო, თუმცა სიტუაცია 17-ე წუთიდან შეიცვალა, კრისშტიანუ რონალდუმ ანგარიში გახსნა. 27-ე წუთზე კი ანგარიში მარიო მანძუკიჩმა გაათანაბრა. ჩემპიონთა ლიგის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.
„რეალის“ უპირატესობით წარიმართა მატჩის მეორე ტაიმი. მეორე ტაიმში 61-ე წუთზე კაზემირომ მადრიდის რეალი დააწინაურა, 64-ე წუთზე კი რონალდუს გოლმა „ბებერ ქალბატონს“ დიდი უპირატესობით გაუსწრო. მატჩის ბედი 90-ე წუთზე მარსელომ გადაწყვიტა.
მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს მან თავისი კარიერის მანძილზე მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი და იუვენტუსთან შეხვედრისას თავისი 600-ე გოლი გაიტანა. რონალდუ მატჩის საუკეთესო მთოთამაშედ გამოცხადდა. სერხიო რამოსი კი გახდა პირველი კაპიტანი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ზედიზედ ორჯერ ასწია თასი.
მასალის გამოყენების პირობები