"ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო"- ბასილაშვილი ნადალთან დამარცხებას ეხმაურება
სპორტი - 16:39, 03 Jun, 2017     4869
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც გუშინ როლან გაროსის 1/16 ფინალში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან დამარცხდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ბასილაშვილი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრამ კარგი გამოცდილება შესძინა და აჩვენა, თუ რაზე აქვს უფრო მეტი სამუშაო. ქართველი ჩოგბურთელი გუკშემატკივრობისთვის ყველას მადლობას უხდის, ხოლო რაფაელ ნადალს გამარჯვებას და როლანდ გაროსის მე-10 ტიტულის მოპოვებას უსურვებს.

„მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო რაფას დღევანდელი გამარჯვება და მომავალ თამაშებში წარმატებები ვუსურვო, ის ნამდვილად იმსახურებს როლანდ გაროსის მე-10 ტიტულს.

დღეს რთული შეხვედრა მქონდა. ჩემი მოლოდინი რა თქმა უნდა დიდი იყო, მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ ამის მიღწევა შემეძლო. რაფას თამაშის სტილმა არ მომცა შანსი მეთამაშა ჩემი თამაში. ამ შეხვედრამ კარგად დამანახა რაზე მაქვს გაცილებით მეტი სამუშაო, რომ განვითარდე. მე აუცილებლად მჭირდება ასეთი მატჩები ასეთ ტურნირებზე. ეს ანგარიში არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ სამომავლოდ დიდ მოტივაციას მაძლევს.

ასეთი შანსები, როგორიც რაფასთან როლანდ გაროსის ცენტრალურ კორტზე თამაშია, არ მოდის ადვილად, მაგრამ მე ეს გამოვიმუშავე და ეს მაჩვენებს, რომ სწორი განვითარებით მივდივარ. ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო.“- წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42