განახლებულ აღმაშენებელზე საბავშვო ფესტივალი „პატარა ხელებით“ გაიმართა
საზოგადოება - 16:29, 03 Jun, 2017     2064
განახლებული აღმაშენებლის გამზირზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული, ბავშვთა შემოქმედების ფესტივალის „პატარა ხელებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გამოფენა-გაყიდვაზე ბაღების აღსაზრდელთა მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლებიც უამრავმა დამთვალიერებელმა შეიძინა და ამ გზით თითოეული მათგანი საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდა. ექსპონატების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ის სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მოხმარდება.

გამოფენა-გაყიდვას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული აქცია ძალიან მნიშვნელოვანია და მას ანალოგი არ აქვს, რადგან პატარები, თავიანთი პატარა ხელებით შექმნილი ნამუშევრებით ეხმარებიან თანატოლებს.

“აქ წარმოდგენილი ექსპონატების გაყიდვიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების განკურნებას მოხმარდება. ჩვენი, როგორც დიდების ვალია, რაც შეიძლება მეტი ნამუშევრები შევიძინოთ, რათა მეტი რესურსი იქნას მობილიზებული და უფრო მეტ პატარას დავეხმაროთ“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ახალ ტფილისში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შოუ-კონცერტიც გაიმართა. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების გამხიარულებაზე კი პანტომიმის თეატრის მსახიობებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებლებსა და წიგნის მოყვარულებს თავისი პროდუქცია, უპრეცედენტო ფასდაკლებით, ღონისძიების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გამომცემლობა „პალიტრა ელ“-მა შესთავაზა.

საფეხმავლო ქუჩაზე, თბილისის ათი რაიონის მიხედვით, ათი სტენდი გამოიფინა, სადაც რაიონებში მოქმედმა საჯარო ბაღებმა საკონკურსო ტურების შედეგად შერჩეული ნამუშევრები გამოფინეს. „პალიტრა ელის“ წარმომადგენლებმა თითოეული რაიონის საგამოფენო კუთხიდან ფავორიტი ნამუშევარი შეარჩიეს და მათი ავტორები წიგნების სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვეს.

კიდევ ერთი მხიარული სანახაობა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა აღმაშენებლის N21-თან გამართეს, სადაც პატარა მზარეულების კუთხე იყო მოწყობილი. ბავშვებმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ტკბილეული შესთავაზეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42