იუვენტუსი VS რეალი - ევროსაკლუბო სეზონის დასკვნითი ბრძოლა დღეს გაიმართება
სპორტი - 12:36, 03 Jun, 2017     3568
დღეს 3 ივნისს კარდიფის "მილენიუმზე" UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი მატჩი გაიმართება. ფინალში ერთმანეთს ორი გამორჩეული გუნდი, ტურინის„იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდება. ბევრისთვის დღევანდელი შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუსა და ჯიჯი ბუფონის დაპირისპირებადაა მონათლული.

ლეგენდარულ მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს 2003 და 2015 წლებში ვერცხლის მედალი ერგო, ახლა კი მესამედ ეძლევა შანსი მოიგოს ნანატრი ტიტული, ბუფონს ასევე შანსი აქვს გახდეს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა მოუგია.

თუ „რეალი“ მოიგებს, ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში გახდება პირველი გუნდი, რომელმაც ტურნირის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო.

იუვენტუსსა და რეალს ურთიერთდაპირისპირების საინტერესო ისტორია აქვს:

„იუვენტუსი“ და „რეალი“ ერთმანეთს 18-ჯერ შეხვდა. თითოეულმა გუნდმა რვა გამარჯვება მოიპოვა და შეხვედრა ორჯერ ფრედ დაასრულა. გატანილი გოლების რაოდენობაც თითქმის ერთნაირია — 21:18 იტალიელთა სასარგებლოდ. „რეალს“ მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ხოლო „იუვენტუსს“ ყველაზე ნაკლები გაშვებული.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-4-2-1): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - დანი ალვეში, ხედირა, პიანიჩი, ალექს სანდრო - დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი

რეალი (4-3-1-2): კეილორ ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ისკო - რონალდო, ბენზემა

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გადახურულ არენაზე გაიმართება. უელსის საფეხბურთო ასოციაცია მიიჩნევს, რომ „რეალი“-„იუვენტუსის“ მატჩის დროს უსაფრთხოება ამ ფორმით უფრო მეტად იქნება დაცული. ორგანიზატორები ე.წ. დრონიდან ტერორისტული შეტევებისგან იზღვევენ თავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42