"ოზურგეთიდან მიიღო ყველაზე მეტი ხმა „ოცნებამ“ და ფუი იმ სიტყვას და იმ ხმას, რაც მაგათ მივეცით ჩვენ"
საზოგადოება - 20:40, 02 Jun, 2017     6046
"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გაერთიანება ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას და არა პირიქით, როგორც ამაზე „ზოგიერთები აპელირებენ“-ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გუშინ გამართულ მთვარობის სხდომაზე გააკეთა.


საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებითა და ადგილობრივი საკრებულოების მხარდაჭერით, 14 თვითმმართველი ქალაქიდან, შვიდს აღნიშნული სტატუსი შეუჩერდა. მათ შორის არის ოზურგეთიც. სადაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ და ქალაქის მერმაც კი დაუჭირეს.

საკრებულოს სხდომებზე ცხარე კამათის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა, არც ოპოზიციის და არც არასამთავრობო სექტორის აზრი არ გაითვალისწინეს. მათი მტკიცებით, ხალხისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აუცილებლად დადებითად გადაწყვეტდნენ და ამის შედეგად ბიუჯეტიდან დაზოგილი ბიუროკრატიის ხარჯებიც, მხოლოდ ხალხს მოხმარდებოდა.

ხალხის სახელით მოსაუბრე ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, თუ რას ფიქრობენ ადგილობრივები ამაზე „გურიის მოამბემ“ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხულთა უმრავლესობა, ხელისუფლებას მათი აზრის უგულვებელყოფასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხალხის ჩაურთველობაში ადანაშაულებს:

-ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ნამდვილად არაა სტატუსის გაუქმება სახარბიელო ჩვენთვის. არ ვარ ამის მომხრე. მაგრამ ჩვენთვის მაინც რა, ხალხისთვის? არც ისე და არც ასე ხალხისთვის არაფერი არ იქნება. რაღაც ახალი კეთდება ალბათ, რომ ხელახლა ფულის გათეთრება დაიწყონ. არავინ არაფერს არ გვეკითხება, არც კონსტიტუციაზე, არც თვითმმართველობის გაუქმებაზე. რა აზრი აქვს ამ გამოკითხვას? ტყუილა წყლის ნაყვაა ყველაფერი. პრემიერს პირდაპირ გადაეცით, ვიცით რომ ყველაფერს გვატყუებს. პარლამენტის თავჯდომარე ხომ საერთოდ ბლეფია. გადაეცით თმები დაივარცხნოს პირველ რიგში.

- ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით არსად, მათ შორის კონსტიტუციაშიც არაფერი იდება. კონსტიტუცია არაფერი არ არის. უბრალოდ, ფურცელზე დაწერილია ყველაფერი და ყველა თავისთვის და სკამებისთვის იბრძვის.

- ნამდვილად არ უნდა გაუქმებულიყო თვითმმართველობა. რომც გაუქმდეს, არც ეს არაა სახელმწიფო დანაშაული. მაგის მეტი რა აქვთ ჩადენილი... მაგრამ, დაასაბუთონ რატომ უნდა გაუქმდეს, დაასაბუთონ და მერე გააუქმონ. რაღაც სხვა პერსპეტივა აქვთ, როგორც ჩანს თორემ, მაგი არ იქნებოდა მოსახლეობის სურვილი. ახალ თანამდებობებს გამოიგონებენ ახლა. მაშინ, რას გამოჰქონდათ საჯაროდ ეს საკითხი, თუ მათთვის ხალხის აზრი მნიშვნელოვანი არ იყო? რა გამოდის, ხალხი ყვირის და ქარავანი მაინც მიჰქრის? პრემირ-მინისტრის ინსტიტუტს გავაუქმებდი, მე რომ ვინმე მეკითხებოდეს. იმიტომ, რომ მაგას მანეთის არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. მე პირადად, „ოცნების“ წევრი ვარ. მაგენი მართლა ჩემით მოვიდნენ ოზურგეთში, სათავეში, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ მომწონს. არ მომწონს და რა ვქნა?! შედარების პროცესშიც, ისინი გადასაშენებლები იყვნენ, მაგრამ აგენი? ვაის გევეყარე და ვუის შევეყარეო, ზუსტად იმ სიტუაციაში ვართ-გვითხრა ქეთევან თალაკვაძემ.

_ კაი იყო თვითმმართველობა, აბა რა! რომ წამოიწყეს თავიდან, უნდა გაგრძელებულიყო. მაგრამ, თუ პრემიერმა თქვა, რომ გაუქმდება, თუ ქალაქის საკრებულომ და მერმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ რაღას ვიზამთ?-ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

_ არ უნდა გაუქმებულიყო. ბევრის აზრი იყო ასეთი. ეს რომ ხალხისთვის ეკითხათ, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერდა გაუქმებას-ნ. გიოლიაძე.

- ამ მთავრობას დედას ვუტირებ, მე. რატომ უნდა შეჩერებოდა ქალაქს სტსტუსი? უნდა განვითარებულიყო უფრო ქალაქები და ახლა შეაჩერეს? გლეხისთვის რა აზრი აქვს პრინციპში? ვინ გვეკითხება რამეს? მშივრები ვართ. ძალიან გვიჭირს. მაგრამ, ესენი საკუთარ თავზე ფიქრობენ. ცოდვაა ხალხი. ცოდვა-გვითხრა მანანა გურგენაშვილმა.

_ რატომ არ მაქვს იმის საშუალება, პარლამენტში მივიდე და ჩემი პირით მოვახსენო მაგათ, რა დღეში ვართ? იგი კაცი რომაა პარლამენტში, ჩვენგან, ახალგაზრდა, აკეთებს რამეს?

_არ უნდა გაუქმებულიყო. მაგრამ, რატომაა იცი კარგად ჩვენი საქმე? ხალხს რომ არაფერს ეკითხებიან.

_ ძალიან მიხაროდა მაგათი მოსვლა, მაგრამ არ გაამართლა იმდები. ნამდვილად უნდა შენარჩუნებოდა ქალაქის სტატუსი ოზურგეთს. ქალაქის საკრებულოს წევრებმა იმიტომ გადაწყიტეს ასე, რომ ხალხის ნერვებზე თამაშს მიჩვეულები არიან. პრემიერ მინისტრს გადაეცით, მას რომ აქვს ხელფასი და კმაყოფილია ცხოვრებით? ხალხი არაა მასე. გურიას განსაკუთრებით უჭირს. მაგათ ხელფასიც აქვთ, პრემიაც და დანამატიც. პენსიონერებს კი 180 ლარი აქვთ და გაძვირებულია ყველაფერი-ამბობს ლამზირა სკამკოჩაშვილი.

- ყოფილიყო ოზურგეთი თვითმმართველის სტატუსით. რატომ გააუქმეს? ჩვენ არავინ არ გვეკითხება არაფერს და ესაა პრობლემა-ნათია ორღაძე.

- ძალიან ცუდია, რომ შეუჩერეს თვითმმართველს სტატუსი ოზურგეთს, არასწორია. რომ დაუჭირა მერმა და საკრებულომ მხარი ამ გადაწყვეტილებას, ეს დანაშაულია, დიდი დანაშაული. ბაბუ, რას გეტყვი იცი? ამ მთავრობამ შექმნა ეს 7 თვითმმართველი ერთეული, იმ ხელისუფლებამ კი არა. ჰოდა, რატომ დაარსა მაშინ, გასაუქმებელი თუ იყო? რატომ გვათამაშებენ ასე? ის შვიდივე დარჩენილიყო უნდა. ხალხისთვის ცუდია ეს გადაწყვეტილება-ნოე ქათამიძე.

- ჩემი აზრი თუ ვინმეს აინტერესებდა, რაში მაწყობდა გაუქმება? რამე რომ დამჭირდება სად ვიარო?-ნუნუ ძანძავა.

-არავითარ შემთხვევაში ქალაქის გაუქმება არ შეიძლებოდა. ოზურგეთის მითუმეტეს. რაც იყო მის ფუნქციაში, ისე უნდა იყოს დღემდე. მაგენის ლაპარაკით ჩვენ ვერ წავალთ წინ. ხალხი არ მისცემს ხმას ისე, მაგათ როგორც სჭირდებათ. მაშინ გაუქმდეს უნდა საქართველოს მასშტაბით ეს თვითმმართველობები. თუ აუქმებენ, გააუქმონ ყველა. თუ არა ოზურგეთთან რა უნდათ? ოზურგეთიდან მიიღო ყველაზე დიდი ხმა „ოცნებამ“ და ფუი იმ სიტყვას და იმ ხმას, რაც მაგათ მივეცით ჩვენ. ეს არ შეიძლებოდა ნამდვილად, არ შეიძლებოდა იმიზა რომე, უარესი მოვიდა ახლა, ვიდრე მაშინ იყო. უარესის უარესი გვჭირს ახლა. ხალხი ცოდვაა, შიმშილის გამო ბუნკერებში დადიან და ბოთლებს ეძებენ. მე მოხუცი ქალი ქუჩაში ვზივარ, რომ პურის ფული მივიტანო სახლში-ს. თოდრაძე.

-არ უნდა გაუქმებულიყო. რაღაცა უნდა განვითარდეს, პროგრესი უნდა იყოს ყველაფერში და არა ასე, ჯერ შექმნიან, მერე გააუქმებენ.,. ასე არაფერი არ გამოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42