ძაღლების სადისტურად დახოცვისა ფაქტი თბილისის ტერიტორიაზე
საზოგადოება - 18:40, 02 Jun, 2017     10376

2017 წლის 01 ივნისს მოქალაქის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდგორის გზის პირას შემთხვევით აღმოჩენილი იქნა ათამდე დახოცილი ძაღლი და ამ ძაღლის ლეშებთან დაყრილი სამი ცოცხალი ლეკვი.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება ავრცელებს.

"თვითმხილველმა, ბატონმა ა. ა-მ საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები და ინფორმაცია, რომლის თანახმად თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ დიღმის ბოლოს აღმოაჩინა 10 მკვდარი ძაღლი და 4 ცოცხალი ლეკვი. მან გამოიძახა თბილისის მერიის სამსახური და საპატრულო პოლიცია (ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ “112-დან”).

ფაქტის ფოტომასალა გადაღებულია თვითმხილველის მიერ 2017 წლის 01 ივნისს

ამ ეტაპზე GSPSA აწარმოებს ინფორმაციების მაქსიმალურ მოძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან” და თვითმხილველისგან.

GSPSA დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სისასტიკე განხორციელებულია ამ ძაღლების პატრონის (პატრონების) მიერ ან მისი უშუალო დავალებით. სავარაუდოთ, ამ ძაღლების უმრავლესობა არის ჯიშიანი. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს ძაღლები იყვნენ ცხვრის ფარის, ან რქოსანი პირუტყვის ფერმის დამცველები, რომლებიც პატრონმა მოიშორა სადისტური მეთოდით და გადაყარა როგორც ნაგავი. GSPSA ასევე დარწმუნებულია, რომ სისასტიკის ფაქტი განხორციელებულია ერთდოულად ყველა ცხოველზე და ჯგუფურად, ვინაიდან ცხოველების რაოდენობა არის 10 ერთეული.

GSPSA საფუძვლიანი ეჭვი შეაქვს იმ გარემოებაში, რომ ეს შემზარავი ფაქტი დარჩება უყურადღებოდ და სამართალდამცავი სტრუქტურისაგან გამოძიება შეწყდება, არ მოხდება დამნაშავის დადგენა და მის მიმართ არ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ამ ეჭვის საფუძველს ამყარებს ის გარემოება, რომ პოლიციამ არ ჩაატარა დახოცილი ძაღლების იდენფიცირება, ცხოველების ლეშები არ გადააგზავნა შესაბამის დაწესებულებაში (ლაბორატორია, ვეტერინარული კლინიკა და ა.შ) ექსპერტიზისათვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ცხოველთა ლეშები გადატანილი იქნა “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” სამსახურის მიერ ბეიკერის ორმოში, სადაც მოხდა ლეშების გაუვნებელყოფა და განადგურება. შესაბამისად აღარ შეიძლება არსებობდეს ექსპერტიზის დასკვნა ცხოველების სიკვდილის გამომწვევი მიზეზის თაობაზე. პრაქტიკულად და თეორიულადაც უკვე შეუძლებელია დადგენა ცხოველის სიკვდილის მიზეზზე, ხოლო მიზეზი შეიძლება ყოფილიყო: ცხოველთა მოწამვლა, ფიზიკური ზემოქმედება, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობა, ცივი იარაღით მკვლელობა, საკვების და წყლის არ მიწოდება და სხვა.

“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” ინფორმაციით გადარჩენილი 4 ლეკვი გადაყვანილი იქნენ მუნიციპალურ თავშესაფარში.

GSPSA მიმართავს და თხოვს ნებისმიერ პირს, რომ ამ ძაღლების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ მეილზე: info@gspsa.org.ge. კონფედენციალობა იქნება დაცული.

GSPSA უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავარ პროლურატურას ამ ფაქტის შესახებ საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

GSPSA მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება და პასუხი აგოს დამნაშავემ"- აცხადებენ ორგანიზაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42