ეკლესიას აქვს თავისი კანონი და არა ის, რომელსაც შორენა თეთრუაშვილი ქმნის - რა წერია დიდი სჯულისკანონში
საზოგადოება - 17:14, 02 Jun, 2017     15817
„რომელმან ერთისა ბრალისა გამოჩინებაჲ ვერ უძლოს, სხჳსათჳს არღარა შეწყნარებულ იქმნეს“ - კართაგენის კრების 130-ე კანონი.

კართაგენის კრების 8-ე კანონის თანახმად: "მრავალია ისეთი არაკეთილი ქცევისა და ზრდილობის მქონე, რომლებიც თავს მოვალედ თვლიან, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში ბრალი დასდონ მამებსა და ეპისკოპოსებს". ამიტომაც, ამ კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსმა განაცხადა: "მხილებული და ბოროტებაში შემჩნეული ნუ ჩაითვლება ბრალმდებლად" ("დიდი სჯულისკანონი", თბილისი, საეკლესიო კალენდარი. 1987 წ. გვ. 240).

ამ კანონს არისტინე ასე განმარტავს: "არ შეიძლება გამოუკვლევლად ეპისკოპოსთა ბრალმდებლად მოწმეთა დაშვება, არამედ ჯერ უნდა გამოძიებულ იქნას მათი სარწმუნება, რათა მწვალებლები არ აღმოჩნდნენ ისინი, შემდეგ კი მათი ქცევა, ხომ არ იყვნენ ადრე განკიცხულნი, ან დამხობილნი, ან გაკვეთილნი ზიარებისგან, ან კიდევ რაიმე დანაშაულში ხომ არ არიან მხილებულნი და დანაშაულის ბიწისგან ჯერ არ განწმენდილან. ასე, რომ წინამდებარე განწესებით მიღებულია: არავინ, დანაშაულში ბრალდებული, დაშვებული არ იქნეს ეპისკოპოსის ბრალმდებლად".

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა გასულ კვირას ხმამაღალი განცხადებებით გამოვიდა, კონკრეტულად კი მისი განცხადებები ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას წინააღმდეგ იყო მიმართული, ქარჩავას მტკიცებით მეუფე პეტრე და გარკვეული ჯგუფი, მათ შორის ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებენ. განცხადებების გაკეთებისას ქარჩავა „პატრიარქის მოკვდინებაზე“ საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ „მოკვდინებაში“ სულიერი საკითხი იგულისმება და არა ფიზიკური.

ქარჩავას განცხადებების შემდეგ, საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება ედიშერ ქარჩავას განცხადებებს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქარჩავა პატრიარქმა არ მიიღო, აღნიშნული ინფორმაცია თავად ქარჩავამ არ დაადასტურა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი საპატრიარქოს იურისტმა აღნიშნა, მიუხედავად საპატრიარქოს განცხადებისა, იგი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება და განაგრძობს საქმიანობას.

15 ივნისამდე კი, გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაა ჩანიშნული, სადაც მეუფე პეტრეს საკითხი უნდა იქნეს განხილული. თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს სინოდის სხდომიდან და რა იქნება მისი განჩინება, აღნიშნულზე „ნიუპოსტს“ თეოლოგი ვლადიმერ ნარსია ესაუბრა. ნარსიას თქმით, არსებობს საეკლესიო კანონები, როდესაც ბრალდებები ისმის ეპისკოპოსის მიმართ და სინოდმა აღნიშნული წესებისა თუ კანონების დაცვით უნდა იხელმძღვანელოს:

„თავდაპირველადაც შესაძლოა, რომ ასეთი სურვილი ჰქონოდა საპატრიარქოს, მაგრამ ჩვენ მას ვუთხარით, რომ ეს არ იქნებოდა ქრისტეს ეკლესიის ხმა, რადგანაც ქრისტეს ეკლესიას აქვს დაწერილი წესი, კანონი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოქმედებდეს ქრისტეს ეკლესია ეპისკოპოსთან მიმართებით, როცა საქმე ეხება გარკვეული ტიპის კონფლიქტს. ამ წესების მიხედვით, ეპისკოპოსი უნდა იქნეს გაფრთხილებული ორჯერ. ამის შემდეგ, თუ კვლავ კონფლიტქს გააჩნია საფუძველი, მესამედ სინოდი ვალდებულია, ეკლესიის დანარჩენ წევრებს, (მათ შორის ადამიანთა იმ ჯგუფს, რომლებიც არ წარმოადგენენ იერარქიას, მაგრამ არიან ეკლესიის სრულუფლებიანი წევრები), განუმარტოს მისი გადაწყვეტილების საფუძვლიანობა, იმ წესების მოხმობით და იმ წესების საფუძველზე, რომლებითაც იმართება ეკლესია საუკუნეების მანძილზე და არა იმ წესებით, რომლებსაც შორენა თეთრუაშვილი ქმნის. ეს წესები, რომლებსაც შორენა თეთრუაშვილი ქმნის, ჩვენ დავინახეთ ედიშერ ქარჩავასთან მიმართებით. ქარჩავას განცხადება და საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ახალ წესებს ქმნის შორენა თეთრუაშვილი ან რაღაც ჯგუფი, რომელ წესებსაც არ გააჩნიათ არავითარი საფუძველი საეკლესიო ისტორიასა თუ კანონიკურ სამართალში. ჩვენ გვსურს დავინახოთ ის კი არა, ვინ წერს ახლა ამ წესებს, არამედ ის, სარგებლობს და იყენებს თუ არა ეკლესია იმ წესებს, რომლებითაც ის არსებობს მრავალი საუკუნეების მანძილზე, საეკლესიო კულტურა და საეკლესიო სამართლებრივი წესები. სინოდმა მისი გაფრთხილება ვერ დაასაბუთა პირველ შემთხვევაში მეუფე პეტრეს მიმართ“, - აღნიშნავს თეოლოგი ჩვენთან საუბრისას.

ვლადიმერ ნარსია მიიჩნევს, რომ ეკლესია დღეს შორენა თეთრუაშვილისა და გარკვეული ჯგუფების მიერ ახლადშექმნილი კანონების მიხედვით ხელმძღვანელობს. რაც შეეხება ქარჩავას თანამდებობაზე დატოვებას, თეოლოგის თქმით ეპისკოპოსს, რომელმაც სიმართლე ისაუბრა, სინოდმა გაფრთხილება მისცა, იურისტის შემთხვევაში, რომელიც ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა, მისი მოსაზრებებისგან გამიჯვნით შემოიფარგლა და დატოვა დაკავებულ თანამდებობაზე:

„სულ ცოტა ორი ათეული წელიწადია ვადევნებთ თვალს საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლების ალოგიკურობას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპატრიარქოს და ეკლესიის უახლოესი ისტორიიდან არ არსებობს ფაქტი იმისა, რომ ვინმეს დაეშვას ასეთი შეცდომა და ამ შეცდომის გამო, თუნდაც შიდა კულუარულ წრეში გაფრთხილება არ მიეცათ. ასეთი ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩვენ ვუთხარით საპატრიარქოს, ეპისკოპოსებს, რომ ედიშერ ქარჩავამ თვალწინ გადაუხია მთელ ეპისკოპატს ის წესები, რომელი წესებითაც უნდა იმართებოდეს ეპისკოპოსთა საბჭო. ამიტომ, ვალდებულნი იყვნენ ეპისკოპოსები, გარკვეული რეაგირება მოეხდინათ ამ ფაქტზე და ეს რეაგირება, სულ მცირე, უნდა გამოხატულიყო ედიშერ ქარჩავას თანამდებობიდან დათხოვნაში. მას შემდეგ, რაც ჩვენ ამაზე დავიწყეთ საუბარი, მათ შეექმნათ უხერხულობა, რომ შეუძლებელი იყო პასუხის გაუცემლობა. წინა შემთხვევებში ყოველთვის ასე ხდებოდა, საპატრიარქო და საპატრიარქოს ეს ჯგუფი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი ბუნდოვანი და მრუდე წესებით მართავს ეკლესიას, არასდროს გრძნობდა არავითარ პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში კი, რადგან ასეთი რეზონანსული იყო საკითხი, ჩათვალეს საჭიროდ. თუ ეპისკოპოსები მართავენ ეკლესიას, დაგვიდასტურონ იმ ფაქტით, რომ შორენა თეთრუაშვილის კანდიდატი ქარჩავა ჩამოაცილონ თანამდებობას.

თუმცა, ასე არ მოხდა და ეს მიუთითებს იმას, რომ შორენა თეთრუაშვილის ძალაუფლება ამეტებს ეკლესიის ეპისკოპოსთა ძალაუფლებას საპატრიარქოში. ჩვენ არაერთხელ მიგვითითებია, რომ ასეთ უხერხულ სიტუაციაშია დღეს ეკლესია, რომ მას მართავს მატრიარქი, ეს არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა საპატრიარქოში. ამ ფაქტმა კი ხსენებული მოსაზრება განამტკიცა - ეპისკოპოსებს, რომლებსაც პირდაპირი ვალდებულლება ჰქონდათ, იმ წესების დარღვევის გამო, რომლებიც მათთვის ყველაზე ფუნდამენტალურად უნდა იქნეს მიჩნეული, გადაუხიეს თვალწინ. ეს კი მოიმოქმედეს შორენა თეთრუაშვილმა და ედიშერ ქარჩავამ. შესაძლოა ადამიანების რაღაც ნაწილი მართლაც ფიქრობს, რომ ეს ფაქტი უხერხულ ვითარებას ქმნის ეპისკოპოსებისთვის და ამიტომ შესაძლოა მოითხოვეს კიდეც ქარჩავასთან მიმართებით გარკვეული ტიპის ღონისძიება განხორციელებულიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შორენა თეთრუაშვილი ამას არ დაეთანხმა. შემდეგ კი ასეთი შუალედური პოზიცია მონახეს. ერთგვარი გამოსავალი, რომ გაფრთხილება მიეცა, მაგრამ არ ჩამოსცილდა დაკავებულ თანამდებობას.

არ ვიცი ამას ტრაგედია უნდა ეწოდოს თუ რა... ცოტახნით ადრე ეპისკოპოსმა სიმართლე თქვა. ამ სიმართლის გამო კი სინოდმა მიტროპოლიტი დაიბარა და უთხრა, რომ გაფრთხილებაც მიეცემოდა და ჩამოცილდებოდა გარკვეულ თანამდებობას, ანუ იგი საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ჩამოაცილეს. მეუფე სიმართლის გულისთვის დასაჯეს და ქარჩავამ უკიდურეს ლაფში ამოსვარა ეკლესიაც, ეპისკოპოსებიც, პატრიარქიც, ცილი დასწამა და ახლა გვეუბნება საპატრიარქო, რომ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება მათი რეაქცია. აქ უკვე აშკარად ჩანს ვინ მართავს ამ პროცესებს“, - აღნიშნავს ვლადიმერ ნარსია.

"კონსტანტინოპოლის წმიდა კრების ეპისკოპოსებმა დაადგინეს, რომ ის, ვინც ბრალს დასდებს ეპისკოპოსს, არ უნდა იქნეს შეწყნარებული გამოძიების გარეშე, არც ეპისკოპოსის ყველა ბრალმდებლის მიღება შეიძლება, არც ყველა ბრალმდებლის უკან გაბრუნება, ვინაიდან ბევრს აქვს სურილი, არევ-დარევა შეიტანოს საეკლესიო წესიერებაში, ააღელვოს მრევლი და ცილი დასწამოს ეპისკოპოსს მტრობით, რათა შეარყიოს სასულიერო პირთა ავტორიტეტი", - მეორე მსოფლიო კრების 6-ე კანონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42