„ნიუპოსტის“ კორესპოდენტის ცნობით, გ.ხ ზურგის არეში დაჭრეს და წმინდა ლუკას ცენტრში ჰყავდათ გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ის ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდარს ,,ნიუპოსტთან" ადასტურებენ ადგილობრივებიც. მათი ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე პირი.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და იკითხება დაჭრილი, დაზარალებულის თქმით, მან მიიყენა თვითდაზიანება. სხვა ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად. მომხადარზე გამოძიება ამ დროისთვის სისხლის სამართლის კოდექსის, 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები