მაკა ჩიჩუამ ბავშვთა დღე მზიურში აღნიშნა
საზოგადოება - 17:46, 01 Jun, 2017     6645
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პატარა თემოსთან ერთად დღეს მზიურის პარკში „მზის ფესტივალს“ დაესწრო და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„დღეს პირველი ივნისია, ეს დღე განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის გამოყოფილი და მთელ მსოფილიოში ზეიმობენ.

მზიური ეს ის ადგილია, სადაც ტრადიციულად ყოველთვის მოვდივარ და აქ ვიკრიბებით. გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, რომლის ფარგლებშიც იმართება წარმოდგენები, გამოფენა-გაყიდვები. დღევანდელ დღეს ყველა მხიარულია.

გილოცავთ ამ საოცარ დღეს, მინდა, რომ ყველა იყოთ მხიარულები, ბავშვივით გულწრფელები და ყოველთვის იყოს ბავშვის დღე,“-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

მაკა ჩიჩუამ სხვადასხვა სოციალური საწარმოებისა და ბავშვების ნამუშევრები დაათვალიერა და პატარებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

დღესვე ქვეყნის პირველი ლედი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად, ბავშვთა ჰოსპისს ეწვია, სადაც სტუმრად ავსტრალიის რაგბის ახალგაზრდული ნაკრები იმყოფებოდა.

მაკა ჩიჩუამ და გიორგი აბაშიშვილმა, სტუმრებთან ერთად დღევანდელი დღე ჰოსპისის ბინადრებს მიულოცეს და მათთან ერთად სიმბოლურ ღონისძიებაში - ვარდის დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის დასასრულს მაკა ჩიჩუამ ჰოსპისს საქველმოქმედო აუქციონზე შეძენილი ფერწერული ნამუშევარი უსახსოვრა, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის,, თემატიკაზეა შექმნილი.

ჰოსპისის ხელმძღვანელებმა მაკა ჩიჩუასა და გიორგი აბაშიშვილს ჰოსპისის მეგობრის სიმბოლური სიგელები გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42