ვაკის პარკში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
საზოგადოება - 16:55, 01 Jun, 2017     1826
1 ივნისს, ვაკის პარკში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა.

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართა. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდნენ.

საბავშვო ღონისძიებების ფარგლებში დღეს ვაკის პარკში ბავშვებს სხვადასხვა გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. მთელი დღის განმავლობაში მხიარული აქტივობების პარალელურად კონცერტი გაიმართა.

„თბილისის მერიის ახალგაზრდული სამსახური, მერიის გამგეობები ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ღონისძიებებს ბავშვებისთვის. ტარდება უამრავი აქტივობა, რომელიც ბავშვებს აძლევთ საშუალებას, შეიქმნან საუკეთესო განწყობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ბავშვს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გავიღოთ იმისთვის, რომ შევუქმნათ მომავალ თაობას საუკეთესო განწყობა და პირობები. დღევანდელი დღე სწორედ ამას ემსახურება და მერია აქტიურად არის ჩართული ამ ღონისძიებების ორგანიზებაში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42