რაც შეეხება ვანო კობაიძეს, ამჟამად ის ილია მეორის დაცვის წევრია - კობაიძე საპატრაირქოში სოსო ოხანაშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ მივიდა.
პარალელურად, აქტუალური გახდა ედიშერ ქარჩავასა და მეუფე პეტრს შორის წარმოშობილი დაპირისპირება.
"მეუფე პეტრეს მოქმედება დღესაც ყოველდღიურად გრძელდება მისი უწმინდესის წინააღმდეგ, რაც გამოიხატება ძალიან ბინძური და მიუღებელი ხერხებითა და მეთოდებით კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მძიმე ბრალდებების, შეურაცხყოფისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან ჩამოცილების თაობაზე," - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.
დღესვე ამ თემაზე კომენტარი გააკეთა რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ. მისი თქმით, იქცევა თუ არა მეუფე პეტრე კანონიკური წესების შესაბამისად, ამას სინოდის სხდომა განიხილავს. ”რაც მექნება კითხვები, მეუფე პეტრეს მე თვითონ შევეკითხები პირადად”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ მეუფე პეტრეს საკითხს, იქცევა თუ არა ის კანონიკური წესების შესაბამისად, სინოდის სხდომა განიხილავს, რომელიც პატრიარქის მიერ ჩაინიშნება.
მეუფე იოანემ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზეს ისაუბრა: ”მე მისთვის არ დამივალებია, რომ ეგ ეთქვა და სხვის მაგივრად პასუხი როგორ ვაგო? მან აგოს პასუხი თავის ქმედებაზე”, - განაცხადა მეუფემ.
მოგვიანებთ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ედიშერ ქარჩვას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გაემიჯნა. საპატრიაქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ედიშერ ქარჩავას განცხადებები არ იყო საპატრიარქოსთან შეთანხმებული.
მასალის გამოყენების პირობები






