გამოკითხულთა 18%-თვის ბავშვის ფიზიკური დასჯა მისაღებია - CRRC-საქართველოს კვლევა
საზოგადოება - 17:24, 31 May, 2017     1959

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საქართველოში (CRRC-საქართველო), სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვის აღზრდის შესახებ მოსახლეობის აზრის კვლევას.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის აზრით, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მშობელმა ბავშვისთვის უნდა გააკეთოს არის განათლების მიცემა - 75%, ბავშვზე ზრუნვა - 60%, და მისი დისციპლინირება - 28%.

91%-ს აზრით, ბავშვისთვის იმის ახსნა, თუ რატომ არის ცუდი მისი საქციელი, აღზრდის ყველაზე მისაღები ფორმაა. მაგრამ ამავდროულად, 18%-თვის ფიზიკური დასჯის რომელიმე ფორმაც მისაღებია, მათ შორის, შეჯანჯღარება ან ჩქმეტა, ხელით, ან რაიმე საგნით უკანალზე წამორტყმა, ყურის აწევა და სხვა. მოსახლეობის 29%-თვის კი, ყვირილია მისაღები.

სატელეფონო გამოკითხვისთვის ნომრები მოგროვილია შემთხვევითი აკრეფის წესით. გამოკითხვის ფარგლებში გავესაუბრეთ 726 ადამიანს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია და ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.9%-ის ტოლია.

CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42