მოსამართლეები "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" განცხადებას ემიჯნებიან
საზოგადოება - 17:24, 31 May, 2017     1901
2017 წლის 30 მაისის "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" განცხადებას მოსამართლეები ემიჯნებიან.

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, ასევე სამტრედიისა და ფოთის მოსამართლეებმა დატოვეს.

„ჩვენ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი, მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი, თამარ სვანიძე ვაცხადებთ, რომ ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” სახელით, 2017 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული წერილი ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა და იგი ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ.

ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენი სახელით, ჩვენთან შეთანხმების გარეშე რაიმე სახის განცხადების გაკეთება, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” დატოვების თაობაზე“

მოსამართლე მურთაზ კაპანაძის განცხადება

ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ 2017 წლის 30 მაისის განცხადება მიმაჩნია, რომ წარმოადგენს პროცესების პოლიტიზაციის მცდელობას სასამართლო სისტემის შიგნით. ეს განცხადება ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა და არ გამოხატავს ჩემს აზრს. იმის გამო, რომ მსგავსი, ჩემთან შეუთანხმებელი და მიუღებელი განცხადებების გამოქვეყნებით არ მოხდეს მათთან ჩემი იდენტიფიცირება, გთხოვთ, ნუღარ ჩამთვლით ,, მოსამართლეთ ერთობის’’ წევრად, რომელთანაც ბოლო პერიოდში ისედაც გაწყვეტილი მაქვს ურთიერთობა.

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძის განცხადება

ვაცხადებ, რომ ასოციაცია-"საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" 2017 წლის 30 მაისის წერილის შინაარს და პათოსს არ ვეთანხმები, ის, ჩემთან, როგორც ამ ასოციაციის ერთ-ერთ წევრთან, შეთანხმებული არ ყოფილა, საერთოდ არაფერი ვიცოდი მისი შინაარსისა და გამოქვეყნების შესახებ, ამიტომ, პროტესტის ნიშნად ვტოვებ ასოციაცია-"საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" რიგებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 4 მოსამართლის განცხადება

ასოციაცია ,,მოსამართლეთა ერთობის" მიერ 2017 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული განცხადება ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა და იგი არ გამოხატავს ჩვენს აზრს, ამასთან, აღნიშნული არ წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რის გამოც ვტოვებთ ასოციაცია ,,მოსამართლეთა ერთობას".

გოდერძი გიორგიშვილი, მარინა ხოლოაშვილი, მანუჩარ კაპანაძე, მანანა ჩოხელი.

„ასოციაცია მოსამართლეთა ერთობას“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ტოვებენ

2017 წლის 30 მაისს, ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ ვეთანხმებით: განცხადება გაკეთებულია ჩვენთან შეთანხმების გარეშე, აღნიშნული ფორმით განცხადების გაკეთება ჩვენთვის, როგორც ასოციაციის წევრებისათვის მიუღებელია, რამდენადაც მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს ასოციაციის წევრებთან და არ უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ცალკეული პირების პოზიციას, რასაც წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. მიგვაჩნია, რომ ასოციაციის სახელით განცხადების გაკეთება უნდა ემსახურებოდეს მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანებას და გაჯანსაღებას და არ უნდა იყოს მიმართული კოლეგების დამცირებისა და შეურაცხყოფისაკენ, რის გამოც ვტოვებთ ასოციაციას.

თამარ ჭუნიაშვილი

ცისანა სირბილაძე

შორენა გუნცაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

მაია შოშიაშვილი

ასმათ კოხრეიძე

შორენა ჯანხოთელი

ანა ჩოგოვაძე" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42