ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქი შესაძლოა წამების/არაადამინური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს - NGO-ების მიმართვა სელისუფლებას
არასამთავრობო ორგანიზაციები მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში სავარაუდო ექსტრადიციის საქმეზე საქართველოს მთავრობას მიმართავენ.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ თურქეთის მთავრობისთვის გადაცემის შემთხვევაში ჩაბუქი შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
”თურქეთის სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მიერ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება თბილისში თურქეთის მთავრობის ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა. მანამდე საქართველოში მოქმედი რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებებს (მათ შორის, შაჰინის და დემირელის სკოლები და შავი ზღვის უნივერსიტეტი), რომელსაც თურქეთის მხარე ფეთულაჰ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებად განიხილავს, საქართველოს მთავრობა აქტიურად ამოწმებდა, რასაც შაჰინის სკოლის სავარაუდო უკანონო დახურვა მოჰყვა. ამ კონტექსტში მუსტაფა ჩაბუქის დაკავება მკვეთრად პოლიტიკურ შინაარსს ატარებს და თურქეთის მთავრობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ლოიალობაზე უთითებს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის სისხლის სამართლის საქმის მასალების შესაბამისად, ის თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მუსტაფა ემრე ჩაბუქს კავშირი აქვს ფეთულაჰ გიულენის მიერ დაარსებულ ორგანიზაციასთან ,, FETÖ/PDY” , რომელიც თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის ე.წ. მოვლენების შემდგომ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა და ამ ორგანიზაციის მიზნებისთვის ახდენდა საქართველოში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წილის გასხვისებას მმართველთა ნების შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანიაზე ,,Metropolitan Education and Colsultation Services“. თურქეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია უმეტესად აღწერს ფეთულაჰ გიულენის საქმიანობას თურქეთში და არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება წარმოადგენდეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ან ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია ტერორისტულ ორგანიზაციას და მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება რატომ შეიძლება განიხილებოდეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობად.
”სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19, მე-20 მუხლები კრძალავს ექსტრადიციას თუ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკურ ან პოლიტიკურთან დაკავშირებულ დანაშაულად სამხედრო დანაშაულად განიხილება. ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად განიხილება თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი. ამასთან, კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ექსტრადიცია აკრძალულია თუ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.
თურქეთში ფეთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასობრივი უფლებების დარღვევის ფონზე, რომელიც მათ შორის, მკვლელობის, წამებისა და არაადამიანურ მოპყრობისა ან დასჯის, სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების სრულ უგულებელყოფაში, თავისუფლების უკანონო შეზღუდვასა და ქონების კონფისკაციაში გამოიხატება. აშკარაა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში პოლიტიკური დევნისა და წამებისა და არაადამინური მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ფეთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ წამების პარქტიკებს ადასტურებს და გმობს ევროპული კომისია, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი (CAT), წამებაზე გაერო-ს მომხსენებელი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი. უნდა ითქვას, რომ ევროპული ქვეყნები ასევე თავს იკავებენ თურქეთის მთავრობისთვის მსგავსი ბრალდების მქონე პირების გადაცემისგან.
ამ პირობებში მიგვაჩნია, რომ რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია არსებითად დაარღვევს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზანაესობის ფუნდამენტურ სტანდარტებს და დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიული გავითარების პროცესს.
ამავდროულად ხელმომწერი ორგანიზაციები მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც წლების განმვლობაში საქართველოში პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ასევე მის ოჯახსა და თანამოააზრეებს ვუცხადებთ სოლიდარობას და შევეცდებით, რომ ჩვენი მანდატის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ მათი უფლებების დაცვას საქართველოში.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ
საქართველოს მთავრობას წამების, არაადამიანური მოპყრობის, დასჯისა და თურქეთის ტერიორიაზე მუსტაფა ჩაბუქის პოლიტიკური დევნის აშკარა და რეალური რისკების გამო საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადოს მის ექსტრადიციაზე; საქართველოს მთავრობამ ყველა ზომა მიიღოს მუსტაფა ჩაბუქისა და მისი ოჯახის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური, უსაფრთხო ცხოვრებისა და საქმიანობისთვის და მათ შორის, მას, მის ოჯახსა და თანამოააზრებს, რომლებიც მსგავსი რისკების წინაშე შეიძლება დადგენენ მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი;
ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს; უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება თურქეთის მოქალაქეების შესაძლო უკანონო ექსტრადიციისა და საქართველოში ფეთულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში განხილული თურქული სკოლების შესაძლო შევიწროების პრაქტიკაზე და ამ მიმართულებით მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის; საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); მედიის განვითარების ფონდი (MDF).
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა