მისი შეფასებით, მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებს დეკანოზი დაუშვებლად მიიჩნევს.
"ედიშერზეც მე გავაკეთე განცხადება, რომ მან უნდა წარმოადგინოს საბუთები თუ აქვს რაიმე დამამტკიცებელი, თუ არა და არ უნდა ილაპარაკოს ასეთი რამ თუ არ აქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები. არ ვიცით პროკურატურაში რა წარადგინა მან, ალბათ მას უნდა ჰკითხოთ,“-განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
დეკანოზმა არ იცის შეთანხმებულია თუ არა ედიშერ ქარჩავას განცხადებები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.
„მე როგორც ვიცი მან თქვა, რომ არ არის ეს შეთანხმებული უწმინდესთან, მე თვითონ ავიღე ჩემს თავზეო. არ ვიცი, მე ერთ საათში ვიქნები უწმინდესთან და ვკითხავ პირადად მას,“-განუცხადა კურიერს დეკანოზმა.
რაც შეეხება პატრიარქის დაცვის უფროსის გათავისუფლების საკითხს, დეკანოზის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი მისთვის უცნობია.
„რაც მოვისმინეთ ბატონი ანზორის განცხადება, რომ შიდაცვლილებები ხდება ამის მეტი მართლა არაფერი არ ვიცი. შესაბამისად ვერაფერს ვერ გეტყვით"- აღნიშნა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






