ფორუმი მიზნად ისახავს შექმნას ისეთი პლატფორმა დისკუსიისთვის, სადაც შეფასდებაახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით მიღწევები და გამოწვევები და გადაისინჯებაახალგაზრდების დასაქმების სტრატეგიები და პრაქტიკები.
ფორუმზე მოწვეულნი იქნებიანმთავრობის გადაწყვეტილების მიმღები პირები, ბიზნესის წარმომადგენლები, საერთაშორისო დაადგილობრივი ორგანიზაციები და განათლების ექსპერტები, რათა მოხდეს მომავალი გზების დასტრატეგიების განხილვა საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებისგაზრდის მიზნით.ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლებს და პანელებს, სადაცყურადღება გამახვილდება ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე დასაუბარი იქნება ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკასა და სტრატეგიებზე.
პანელებზეგანხილული იქნება არსებული ხარვეზები და გამოცდილებები, ასევე მიღწეული წარმატებებიახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით. განხილული იქნება ასევე ახალგაზრდებისმეწარმეობის განვითარების და განათლების საკითხები, როგორც დასაქმებისუმმნიშვნელოვანესი მექანიზმები, ის, რომ განათლებაზე, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზეთანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქალების და მამაკაცებისეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, რაც შესაბამისად, გაზრდის მათ წვლილს ქვეყნისეკონომიკური განვითარების საქმეში. ფორუმი უზრუნველყოფს პლატფორმას, რათა საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებისსაკითხები პოლიტიკის დღის წესრიგში აქტუალური იყოს.
ფორუმის ორგანიზატორია პროგრამა YES Georgia, რომელსაც ახორციელებს ფონდი„კრისტალი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)მხარდაჭერით პარტნიორებთან “PH International”-თან და მისო ‘’კრისტალთან’’ ერთად.პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას საქართველოში ახალგაზრდულიმეწარმეობის განვითარების გზით და სტაჟირების პროგრამების დანერგვის მხარდაჭერით.ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ასევე USAID-ის პროექტები G4G და ZRDA, რომლებიცასევე აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდულ პროგრამებზე. ფორუმის პარალელურად პროექტები Yes-Georgia, G4G და ZRDA მოაწყობენ პროექტებისბენეფიციარი კომპანიების და ორგანიზაციების საქმიანობის და შედეგების ექსპოზიციას.
ორგანიზაციების შესახებ:„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლისგენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსოორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერასუწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეოუნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოებისგაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივადახალი ინიციატივების წამოწყებით.
პროექტის შედეგად, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლისგანმავლობაში გადამზადდება 600-მდე ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვისშერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
სტაჟირებას 300-მდეახალგაზრდა გაივლის. G4G - „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი პროექტია, რომელიცმიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოსგასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად დაგამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა (ZRDA) არის ასევე ხუთწლიანიპროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასსამიზნე რეგიონებში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობისშემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზროურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.
მასალის გამოყენების პირობები






