საქართველოში ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, მომღერალი ქართული აუდიტორიის წინაშე 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე წარსდგება.
საზოგადოებრივის ინფორმაციით, მომღერალი "საქართველოს ბანკის" პერსონალური მომსახურების ჯგუფ Solo-ს და Easter Promoution-ს ჩამოჰყავთ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალები გახდა ცნობილი.
ბილეთების გაყიდვა 25 ივნისიდან დაიწყება, რამდენიმე დღის განმავლობაში ბილეთების შესყიდვა მხოლოდ SOLO-ს მომხმარებლებისთვის იქნება შესაძლებელი. მათთვის, ვინც არ არის SOLO-ს მომხმარებელი ბილეთების შესყიდვა შესაძლებელი იქნება 29 ივნისიდან.
ბილეთები გაიყიდება როგორც TKT.GE-ზე, ასევე SOLO-ს ლაუნჯებში.
ბილეთების ფასი SOLO-ს მომხარებლებისთვის დაიწყება 90 ლარიდან, ხოლო მათთვის, ვინც არ არის SOLO-ს მომხმარებელი ბილეთების ფასი 150 ლარიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები