Netflix-მა გასულ თვეს მოიპოვა ოფიციალური უფლება ფილმისთვის „The Irishman“, რომელიც გააერთიანებს ისეთ ლეგენდარულ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან რობერტ დე ნირო, მარტინ სკორსეზე, ამ პაჩინო, ჯო პესკი და ჰარვი კეიტელი. შეთანხმებაზე, რომლის ღირებულებაც 105 მილიონი ამერიკული დოლარია, სკორსეზე იმუშავებს და მზად იქნება 2019 წლითვის.
ფილმი ფრენკ შირანის ისტორიას მოგვიყვება, რომლის როლსაც რობერტ დე ნირო შეასრულებს. ბრძენი ჯიმი ჰოფის რომს ალ პაჩინო ასრულებს, ჯო პესკისთან და ჰარვი კეიტელთან ერთად.
მსახიობები ერთმანეთს კარგად იცნობენ, მაყურებელს დე ნიროსა და ალ პაჩინოს დუეტი არა ერთ ფილმში უნახავს, თუმცა, ეს იქნება პირველი ფილმის, სადაც ლეგენდარული ვარსკვლავები იყრიან ერთად თავს.
აღსანიშნავია, რომ Netflix-მა სკორსეზესთან მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც Paramount Pictures პროექტს დაემშვიდობა, პრეს-მდივანმა კი განაცხადა, რომ სკორსეზეს ფილმი - სარისკოს აქმეა, და Paramount-ს გარისკვა არ სურს.
მასალის გამოყენების პირობები