„წიგნიერის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საზოგადოება - 11:07, 31 May, 2017     1419
ლიტერატურული ესეების კონკურსში „წიგნიერი“ სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. საუკეთესო ესეს ავტორად ქეთი შალოტაშვილი დასახელდა, მეორე ადგილი სალომე ჩავლეიშვილს ერგო, ხოლო მესამე - სოფო ქურდაძეს.

ესეების კონკურსი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ტარდება, სკოლის მოსწავლეებში კითხვის წახალისებას და აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად. ესეების წლევანდელ კონკურსში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონკურსის პრინციპი შემდეგია: მოსწავლეებს პირველ ეტაპზე სამი წიგნი ეძლევათ წასაკითხად, რომელთა შთაგონებით, კონკურსზე მოსულებს, ერთი თემის გარშემო ესეს დაწერა უწევთ. ესეს თემას ისინი უშუალოდ წერის დროს ეცნობიან. წლევანდელ წასაკითხ წიგნებს შორის იყო: მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“, ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“, ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“.

ესეს თემა, რომელიც ამ სამი წიგნის გავლენით უნდა დაეწერათ მოსწავლეებს „ძალაუფლება და შიში“ იყო. საუკეთესო სამი ესეს ავტორი ჟიურიმ შეარჩია, ხოლო თიბისი ბანკმა და ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ პლანშეტებით და მასში ჩატვირთული ელექტრონული წიგნებით დააჯილდოვეს.

ესეების კონკურსი „წიგნიერი“ წელს უკვე მესამედ შედგა და მასში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. „წიგნიერის“ ჟიურიში წელსაც ცნობილი მწერლები და ლიტერატორები იყვნენ: „საბას“ ორგზის ლაურეატი, გიორგი კეკელიძე, გაგა ნახუცრიშვილი და ლიტერატორი, ზაალ ჩხეიძე.

„სამი წელია ეს კონკურსი ტარდება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით. ჩვენი მიზანი სკოლის მოსწავლეებში დამოუკიდებლად აზროვნების სტიმულირება და კითხვისადმი ინტერესის გაღვიძებაა. ლიტერატურა და ესეს თემატიკა, რომელსაც მათ ვთავაზობთ, სწორედ ამაში დაეხმარებათ,“ -ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, კონკურსის იდეის ავტორი, ელენე თურქაძე.

„ჩვენთვის ლიტერატურა და ახალგაზრდები, ორივე უმნიშვნელოვანესი საკითხია. გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება, კონკურსანტები გავახაროთ და მათ კითხვის შეყვარებაში დავეხმაროთ,“- აცხადებს თიბისი ბანკის წარმომადგენელი, თეო ლეჟავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42