უწმინდესმა გვითხრა, სოსო რომ წავიდა, თქვენ ნუ მიმატოვებთო - რატომ მოხსნეს ილია მეორეს ახალი დაცვის უფროსი
საზოგადოება - 00:17, 31 May, 2017     16267

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ეხმაურება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის გათავისუფლების თაობაზე. გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას, მეუფემ აღნიშნულის რამდენიმე მიზეზზე ისაუბრა:

„რაც შეეხება უწმინდესის იზოლაციის მცდელობას, სიმართლის მთქმელი ადამიანების მიმართ რომ ბრძოლა მიმდინარეობს საპატრიარქოში რუხი კარდინალის მიერ, ჩემს თავზე განმიცდია, ეს უცხო არ არის ჩემს მიმართ და მსგავსი ბინძური კამპანია, ადრე ყვითელ პრესას აკონტრიოლებდა ქალბატონი და ახლა გაუჭირდა და იძულებულია დიდ სივრცეში გააგრძელოს თავისი საბჭოური ბრძოლა.

დღეს გავიგე დაცვის უფროსის შესახებ ინფორმაცია, ამ კუთხით კიდევ არ იცნობენ ამ ქალბატონის მზაკვრობას, როდესაც მღვდელმთავრებს გვიმსჯელია ამ სამარცხვინო ქალის ეკლესიური მეთოდებით საპატრიარქოდან ჩამოცილებაზე, რომ პატრიარქი დაგვერწმუნებინა ეს ნაბიჯი გადაედგა, მან მოინდომა 2015 წელს კიდეც და ამის საშუალება არ მისცეს.

არ გამოვრიცხავ, რომ ბუჩუკურის მიმართ, ჩემი ეჭვია, როდესაც დავფიქრდი, მე უფრო მეტი საფრთხის წინაშე დავდექი, ეს ბავშვი იყო ნამდვილად, შვილობილს ვეძახში, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში გადმომიყვანეს, ზურაბი დაქორწინდა და პატრიარქმა საპატრიარქოში წაიყვანა. შემდეგ როცა დაცვის სამსახური შეიქმნა, იყო სოსო და 3-4 ბიჭი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოთხ ადამიანზე ნამდვილად ვიტყვი, რომ ერთგულად ემსახურებოდნენ პატრიარქს. რაც ზურაბი საპატრიარქოში იყო და მე ამ ქალთან ღია დაპირისპირებაში გადავედი, მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა, ვეუბნებოდი რომ შესაძლოა ჩემს გამო უხერხულ სიტუაციაში ჩაეგდოთ და რაიმე ცილისწამების მსხვერპლი გამხდარიყო, როდესაც სოსო ბინძური სცენარის გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო, პატრიარქის კურთხევით ღია არჩევნები ჩატარდა, ნდობა ბუჩუკურს გამოუცხადა 20 ადამიანიდან 80%-მა. ხომ არ არის რაღაც უფრო მზაკვრული გეგმა, რაც გერმანიაში ვერ განხორციელდა, ხომ არ ფიქრობენ,რ ომ ამ სიბინძურეზე წამსვლელი არ არის ზურაბი და იმიტომ გაუშვეს? ერთ-ერთმა გაიხსენა, როდესაც სოსო წავიდა, პატრიარქმა გვითხრა, თქვენ ნუ მიმატოვებთო, ესე იგი პატრიარქიც დაუცველად გრძნობს თავს.

ჩემი ეჭვია, რომ პატრიარქის გერმანიიდან ჩამოსვლისთანავა დაემთხვა ქვეყნის არაფორმალური მმართველის პირადი უფროსის თამადებობიდან გატავისუფლება, რომელიც იყო სოსოსა და ამ ბიჭების მეგობარი“, - აცხადებს მეუფე პეტრე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42