"გამოძიება 2 წლის წინ დაიწყო, როცა ართმელაძეების კუთვნილ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. მოგეხსენებათ, რომ ბატონი ზაზა დაკავებულიც იყო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახზე პროკურატურის მხრიდან მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობდა. არაერთხელ გავრცელდა განცხადბა სახელმწიფოს მხრიდან, რომლის მიზანი გარდაცვლილის დისკრიმინაცია იყო"- განაცხადა თეიმურაზ ქავშბაიამ.
მისი თქმით, ზაზა ართმელაძის მიერ დატოვებული წერილით დასტურდება, რომ საქმეზე გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობდა.
"ოჯახი განადგურდა, მათი ქონება ნაცარ-ტუტად იქცა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამ ყველაფერმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა ადამიანი, თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახს არანაირი შემოსავლის წყარო არ გააჩნია. ამ გარემოებებს ემსხვერპლა ახალგაზრდა კაცი. ბიბლიაში ნახეს ოჯახის წევრებმა გარდაცვალებამდე დაწერილი წერილი, რითაც დასტურდება, რომ საქმეზე გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობდა, ბრალდების მხარემ რეალური დამნაშავის ვინაობა ვერ დაადგინა და პირდაპირ, მიზანმიმართულად ახდენდა ართმელაძემებზე ზეწოლას"- განაცხადა ადვოკატმა.
სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონე ზაზა (ჯემალ) ართმელაძე გუშინ იპოვეს გარდაცვლილი. სავარაუდოდ, მან თავი სწორედ იმ სასტუმროში ჩამოიხრჩო, სადაც ორი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა და რომელსაც 3 მოზარის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ოჯახის ადვოკატის თქმით, გარდაცვლილმა სუიციდამდე წერილი ბიბლიაში ჩადო. 29 მაისით დათარიღებული წერილშიზაზა ართმელაძე მის სასტუმროში მომხდარი შემთხვევის შესახებ საუბრობს. ამავე წერილში გარდაცვლილი ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას აღწერს.

სავარაუდო სუიციდის შემდეგ დღეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს და ეჭვი გამოთქვეს, რომ "ართმელიძე თვითმკვლელობამდე პროკურატურამ მიიყვანა".
ამასთან, გარდაცვლილი ბავშვების მშობლები პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და შოთაძის უწყების წინ შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ისინი მომხდარის ხელახალ გამოძიებას, მათ შორის, ცხედრების ექსჰუმაციას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს 10 მაისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ზაზა ა-ს კუთვნილ, ე.წ. „ხასანას“ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.
ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული-2-ის“ წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა.

ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის, 30 მოზარდი, გამოიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის კერა მდებარეობდა იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






