დაღუპული რეზი დემეტრაშვილის მამა აცხადებს, რომ ართმელიძე თვითმკვლელობამდეა მიყვანილი.
„ვფიქრობთ, რომ ართმელიძე თვითმკვლელობამდეა მიყვანილი. ჭორის დონეზე გვაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ მიიყვანა. პროკურატურასთან ჰქონდა ხშირი კონტაქტი. ჯერ ჩვენც უნდა გავერკვეთ რაღაც დეტალებში და ვრცლად ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ“, - განაცხადა რეზი დემეტრაშვილის მამამ.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ართმელიძე გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებ, რომ 2015 წელს 10 მაისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ზაზა ა-ს კუთვნილ, ე.წ. „ხასანას“ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.
ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული-2-ის“ წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა.
ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის, 30 მოზარდი, გამოიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის კერა მდებარეობდა იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






