"იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა... " რას წერს ქობულეთში გარდაცვლილი სასტუმროს მეპატრონე წერილში
საზოგადოება - 10:16, 30 May, 2017     12854

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონემ ზაზა (ჯემალ) ართმელაძემ, რომელიც გუშინ გარდაცვლილი ნახეს, წერილი დატოვა - ამის შესახებ საზოგადოებრივს ოჯახის ახლობელმა განუცხადა. წერილს, რომელიც საზოგადოებრივს მიაწოდეს, 29 მაისითაა დათარიღებული და ზაზა ართმელაძე მასში რამდენიმე წლის წინ, მის სასტუმროში მომხდარი შემთხვევის შესახებ საუბრობს.

„იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლეს არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ, ქუჩაში, ბაღში, ზღვის“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც სავარაუდოდ, ოჯახი დღეს გამოაქვეყნებს.

ამასთან, წერილში ზაზა ართმელაძე მისი ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაშიც მომხდარის შემდეგ აღმოჩნდა.

„საქმის ვითარება სამწუხაროდ ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება!

იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი, პროკურატურა მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ. ამასთან ერთად, მეორე ბანკის სასამართლოზე მოსამართლე ვერ ხედავს ფორსმაჟორის დაურღვეველ ძალას და ყველაფერი, თუკი რამ დარჩა ოჯახს, უნდა წაერთვას მისი გადაწყვეტილებით. ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები, შემინდოს თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე“, - წერს ართმელაძე და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ემშვიდობება.

ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ დაღუპული ბავშვების მშობლები ეჭვობენ, რომ ართმელაძე აიძულეს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ისინი ამის შესახებ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონე ზაზა (ჯემალ) ართმელაძე გუშინ იპოვეს გარდაცვლილი. სავარაუდოდ, მან თავი ჩამოიხრჩო.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უბედური შემთხვევა სასტუმროში 2015 წლის 10 მაისს მოხდა - ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ. ართმელაძე ამ ფაქტის გამო დაკავებული იყო და გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42