„ბატონო ბიძინა, იმ ვიწრო ჯგუფს, რომელსაც უსმენთ თქვენამდე სრული სიმართლე არ მოაქვს. დროა მეფე გიორგივით გლახუნას ფორმა გადაიცვათ და ხალხში გახვიდეთ, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, სიტუაცია ხალხის , ქვეყნის სასარგებლოდ შემოატრიალოთ! 2018 წლის მეორე ნახევრიდან სააკაშვილის პოზიციები გაძლიერდება, ალასანიაც წამოყოფს თავს და „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. 2018 წლიდან 2019 წლის მეორე ნახევრამდე ქვეყანა შედარებით ამოისუნთქავს. მანამდე კი შეიძლება იყოს მიტინგები, სერიოზული დაპირისპირებები, სამთავრობო კარუსელები. ის რაც დღეს ხდება, ჟურნალია. 12 სექტემბრის შემდეგ ხალხი სერიოზულად გააქტიურდება. ცალკეული პიროვნებების გამოსვლები შეიძლება სულ სხვა მასშტაბებში გადაიზარდოს. არ არის გამორიცხული სექტემბრისთვის ახალი ლიდერები გამოვიდნენ ასპარეზზე, რაც მთავრობას ბევრ რამეზე დააფიქრებს.“- აცხადებს მიხეილ ცაგარელი
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






