„შეხვედრა ნუკრისთან“ - მომღერალი მაყურებლის წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარსდგება
საზოგადოება - 13:08, 29 May, 2017     1714
10 ივნისს, კლუბ „Number 13“-ში მომღერალ ნუკრი კაპანაძის კონცერტი „შეხვედრა ნუკრისთან“ გაიმართება. ეს იქნება კონცერტი, სადაც მომღერალი განსხვავებულ ამპლუაში წარსდგება მსმენელის წინაშე.

საღამოზე შესრულებული იქნება როგორც ძველი ისე ახალი სიმღერები. სიმღერები, რომლებიც ჯერ არ იცის ქართველმა მსენელმა. მომღერალს აკომპანიმენტს პიანისტი ნინო გულიაშვილი გაუწევს.

„ბევრი სიმღერა იმპროვიზირებულად იქნება შესრულებული. ამ საღამოს ვიქნები ძალიან გულწრფელი, ისეთი როგორიც ცხოვრებაში ვარ. რაც შეეხება კლუბს, ჩემთვის ეს ადგილი ძალიან საინტერესოა, რადგან უფრო ახლოს ხარ მაყურებელს და შენს სათქმელს ბოლომდე გადასცემ“, - განაცხადა ნუკრი კაპანაძემ.

კლუბი „Number 13” 10 ივნისიდან თვეში ერთხელ უმასპინძლებს ქართველ შემსრულებლებს. „შეხვედრები ვერაზე“, - ამ რუბრიკის პირველი სტუმარი სწორედ ნუკრი კაპანაძე იქნება.

„10 ივნისს, ძალიან განსხვავებული და გემოვნებიანი საღამო გველოდება. ამჟამად ვმასპინძლობთ ადამიანს, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ფუფუნებად გადაიქცა ქართული ესტრადის მარგალიტების მოსმენა საკონცერტო დარბაზებში. გათვლა გვაქვს გემოვნებიან მუსიკაზე, რეპერტუარზე და ადამიანებზე. ნუკრი ნამდვილად არის ასეთი და მას სიყვარულით ელოდება მსმენელი“, - განცხადა კონცერტის ორგანიზატორმა მანანა ლომიშვილმა.

10 ივნისი, კლუბი „Number 13”. დასაწყისი 21:00 საათზე

მის.: გ. ახვლედიანის 13 (პეროვსკაია)

ტელ: 555-42-42-90





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42