იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდ ამიიღოს. დღევანდელ სხდომაზე უნდა გაირკვეს ვალერი ცერცვაძის შემცვლელის საკითხიც.
არასამტავრობო ორგანიზაციები საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ, ამიტომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ცერცვაძემ პოსტი საბჭოს ამჟამად არსებული შემადგენლობის უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი კვირით ადრე დატოვა, რაც კითხვებს აჩენს.
„ამ სხდომას ძალიან საეჭვოდ დაემთხვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა საკუთარი გადაწყვეტილებით, რაც გვაფიქრებინებს, რომ დაგეგმილია ამ სასამართლოშიც თავმჯდომარის ცვლილება და გამწესება საბჭოსთვის სასურველი კანდიდატის,“ - აღნიშნავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული.
მასალის გამოყენების პირობები






