სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ვატელის“ ოფიციალურ პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, განათლების და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირქტორი ჟულიენ ლისკუე - Julien Liscouët / International Affairs Director / International Affairs Department, თორნიკე ჯანაშვილი - კომპანია „Block Invest”-ის და „Vatel Georgia”-ს დირექტორი.
„ვატელი“ არის ნომერ პირველი, საუკეთესო ბიზნეს სკოლა სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი, ჰყავს 7 000 სტუდენტი და 30 000 კურსდამავრებული.
მისი მისიაა მოამზადოს ახალი თაობა, რომელიც მომავალში გზას გაიკვალავს სასტუმროებისა და საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიაში.
უნივერსიტეტი ასწავლის ევროპულ მენეჯმეტის მეთოდზე და ფრანგული სტუმართმასპინძლობის კულტურაზე დაყრდნობით. ცდილობს სტუდენტმა შეიცნოს მთელი მსოფლიოს კულტურა ყოველმხრივ.
„ვატელის“ უნივერსიტეტი პირველად პარიზში გაიხსნა 1981 წელს. ის თავიდანვე დაფუძნებული იყო საერთაშორისო სწავლების მეთოდზე, ორიენტირებული იყო მხოლოდ სასტუმროსა და ტურიზმის მენეჯმენზე. ალენ სებანიმ გადაწყვიტა შეექმნა არა მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი, არამედ „ვატელ ჯგუფი“ საფრანგეთში. პირველი 10 წლის მანძილზე მათ დააფუძნა ვატელის მოდელი საფრანგეთში, 1984 წელს უნივერსიტეტი ლიონში გახნა, 1989 წელს ნიმში და 1994 წელს ბორდოში. 2000 წლიდან „ვატელი“ საგრძნობლად გაფართოვდა. დღესდღეობით, „ვატელ ჯგუფს“ 35 უნივერსიტეტი აქვს მსოფლიოს 4 კონტინენტზე.
2016 წელს „ვატელი“ გახდა საუკეთესო უნივერსიტეტი სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით / Best Hospitality Management School – 2016.
“ვატელი“ 42 პრესტიჟულ სკოლას შორის შეარჩიეს. დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 14 ნოემბერს, პარიზში, Le Grand InterContinental Hotel-ში, ოპერის ოთახში შედგა, სადაც საერთაშორისო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები.
„ვატელი“ ყველა დიდ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მათი წარმომადგენლები სისტემატურად ატარებენ ტრენინგებს „ვატელის“ სტუდენტებისთვის, სტუდენტები კი ესწრებიან მსოფლიო დონის ფორუმებს, კონფერენციებს, სემინარებს. სასტუმროების წარმომადგენლები იწვევენ სტუდენტებს პრაქტიკის გასავლელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ეს ყველაფერი „ვატელის“ კურსდამთავრებულს აძლევს საშუალებას დასაქმდეს სწავლის დასრულებისთანავე. შესაბამისად „ვატელს“ 35 წლიანი არსებობის მანძილზე 100 % იანი დასაქმების სტატისტიკა აქვს.
საქართველოში „ვატელ ჯგუფი“ „Block Invest”-ის და “SEU”- ს დახმარებით შემოდის.
„Vatel Georgia” - სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში - გასცემს ფრანგულ (საერთაშორისო) დიპლომს. სასწავლო პროცესი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) კამპუსში შედგება, ვატელის სტუდენტები სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტს ინგლისურ ენაზე შეისწავლიან.
„Vatel Georgia”-ს აკადემიერი პროგრამა მიოცავს როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას.
გარდა ამისა, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაამთავრონ პროფესიული განვითარების კურსები: 3 თვიდან - 1 წლამდე.
Vatel Georgia”-ს პრეზენტაცია გაიმართება, ტექნოპარკში, 29 მაისს 13:30 საათზე
მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა #7
დამატებითი ინფრომაციისთვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ნათია ჯავახიშვილი +995 577 740708
მედია კორდინატორი: ეკა ადეიშვილი +995 599 76 05 09
მასალის გამოყენების პირობები






