საქართველოში მიმდინარე დიასპორის ფორუმის ფარგლებში, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთს ლევილის სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას ფორუმში მონაწილეობის მიღების მიზნით საზღვარგარეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები ესწრებოდნენ.
სანაპიროსთვის ლევილის სახელის მინიჭების ცერემონიაზე მოსულ სტუმრებს მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ქ.თბილისის მერმადავით ნარმანიამ, ლევილის ვიცე მერმა დანიელ ესპრენმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნატაშა ეფიმოვამ და ლევილის მმართველი საბჭოსწევრმა ირენ ციციშვილმა.
როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, ლევილის სახელობის სანაპიროზე აღიმართება სიმბოლური მონუმენტი.
მასალის გამოყენების პირობები






