არა ნაადრევ ქორწინებას - მარი ნაკანის შთამბეჭდავი ფოტოპროექტი
კულტურა - 17:01, 27 May, 2017     36754
ადრეული ქორწინება ოფიციალური, ან არაოფიციალური კავშირია ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთერთი მაინც 18 წლის ასაკს მიუღწეველია. ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად ითვლება, რადგან არასრულწოვანს არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა ქორწინებაზე.

გაერო და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად მოუწოდებს სახელმწიფოებს, ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად და მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადონ და სტრატეგიული გეგმები შეიმუშავონ ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად.

საქართველოში, ამ მხრივ ვითარება , საკმაოდ მძიმეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია გამონაკლისის დაშვების გარეშე.

მარი ნაკანმა აღნიშნულ თემაზე შთამბეჭდავი ფოტოპროექტი შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"მე,18 წლის ვიყავი როცა დავქორწინდი.

10 წლის შემდეგ მივხვდი, თუ ვერ ხედავ რა არის ჭეშმარიტად სწორი არჩევანი ის არ უნდა გააკეთო. აჯობებს დაელოდო და დააკვირდე მოვლენებს შენს გარშემო და როცა დრო იქნება იგრძნობ რა უნდა ქნა. ეს აღარ იქნება გაუაზრებელი, ინფანტილური სურვილი ეს იქნება ჩართული გონების და არა ხარბი თვალების გადაწყვეტილება. გონების ჩართვას გამოცდილება სჭირდება, მოთმენა და განათლება, რომლის გამოყენების უნარს უფრო გვიან სწავლობ, ბევრად გვიან ვიდრე 18წლისა. და რა მოყვება ადრეულ ასაკში დაოჯახებას მომავალში?? გაცნობიერება იმისა რომ,სხვა თანატოლებს მეტი თავისუფლება აქვთ, მეტი არჩევანი, მეტი დრო. გაცნობიერება იმისა რომ, ვერ მიიღებ ან ვერ მიიღე სათანადო განათლებას. გაცნობიერება იმისა რომ აღარ გცალია,ოჯახს უნდა მიხედო, ბავშვზე იზრუნო, დაალაგო, საჭმელი მოამზადო, აჭამო და დღის ბოლოს ძალაგამოცლილი გაითიშო. აცნობიერებ რომ გაუნათლებლობას მოყვება უმუშევრობა,უმუშევრობას უფულობა, ხდები მუდამ სხვაზე დამოკიდებული და კარგავ საკუთარ მეს.. და საკუთარი თავის გარდა ცოტა ქვეყანაზეც რომ ვიფიქროთ?

რა მოსდის ქვეყანას, რომელშიც ქალები ადრე ოჯახდებიან და ვეღარ იღებენ განათლებას.. რა მოუვა საქართველოს, სადაც გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემების მიხედვით, ქალების 14% დაქორწინდა 18 წლამდე" - ამბობს მარი ნაკანი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42