26 მაისი ქალაქ ოზურგეთში გრანდიოზულად აღინიშნა
საზოგადოება - 22:08, 26 May, 2017     1745
დამოუკიდებლობის დღე ლოზუნგით - ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ ქალაქ ოზურგეთში პომპეზურად აღინიშნა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვეფხისტყაოსნის თემატიკა და მისი პერსონაჟები თანამედროვე ინტერპრეტაციებით გააცოცხლეს. მერაბ ბერძენიშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის მხატვართა VI საგაზაფხულო გამოფენა მოეწყო, ქალაქის თეატრალურ მოედანზე გამოფენილი იყო მძიმე ტექნიკა, მოეწყო ვეფხისტყაოსნის თემატიკის ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა თეატრალური პერფორმანსი. გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი. კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა სხვადასხვა ინდივიდუალური ნომრები წარმოადგინეს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოს გალა კონცერტით გაგრძელდა. კონცერტის დაწყებამდე შეკრებილ მაყურებელს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ მიმართა:

''26 მაისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილეს. როგორც იცით, 2017 წელი პრემიერმა შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღის ლოზუნგი ‘’ მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ’’ და ქართველებს ნამდვილად გვაქვს საამაყო, რომ ჩვენ ვართ ქვეყნიდან, სადაც დაიბადა შოთა რუსთაველი. ''

გალა-კონცერტზე ანრი ჯოხაძემ, სოფო ბედიამ, ნინი ბადურაშვილმა და ჯგუფმა ‘’ალეგრო’’ იმღერეს. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42