თსუ-ში ტიერი ბერიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 11:26, 27 May, 2017     1795
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართველ ხალხთა მეგობრობისა და კულტურის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტის, ლევილის ქართული მამულის მართვის საბჭოს წევრის ტიერი ბერიშვილის წიგნის „ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ორენოვანი წიგნი (ქართულ-ფრანგული) მკითხველს აცნობს ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორიას, პოლიტიკური ბრძოლის გზასა და პოლიტიკურ ხედვებს. ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაცია გაიმართა.

„როდესაც თსუ-ში შეიქმნა პირველი რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი, გადავწყვიტე რომ დამებრუნებინა პარტიის არქივები, ასევე მამია ბერიშვილის პირადი არქივი. ეს ყველაფერი ჩამოვიტანეთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ამ ყველაფრის ბაზაზე შეიქმნა ეს წიგნიც, რომელიც მოიცავს პერიოდს 1880 წლიდან 1953 წლამდე. აქ არის წარმოდგენილი რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც დღემდე არ არის გამოკვლეული. მაგალითად, 1924 წლის აჯანყება, აგრარული რეფორმა, რომელიც გატარდა პირველი რესპუბლიკის დროს და საზღვარზე ფარულად გადმომსვლელების ისტორია 1921 წლის შემდგომ პერიოდში. წიგნში წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიკოსების დოკუმენტები, რომლებიც მუშაობდნენ ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორიაზე, ის საბუთები, რომელიც მხოლოდ ევროპაში იბეჭდებოდა და საქართველოში ისინი უცნობია,“- აღნიშნა ტიერი ბერიშვილმა.

„ტიერი ბერიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში , მაგრამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის. მისი დიდი დახმარებით გაიხსნა თსუ-ს ბიბლიოთეკაში დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი. დღეს უკვე გვაქვს ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი შედეგი - ტიერიმ შექმნა საინტერესო სამეცნიერო მონოგრაფია, რომლითაც შეისწავლა სოციალ-დემოკრატიის ისტორია საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე. ვფიქრობ, ეს არის საინეტრესო სამეცნიერო გამოკვლევა, რომლითაც დაინტერესდებიან საქართველოს ისტორიით, პოლიტიკური პარტიის ისტორიით დაინტერესებული პოლიტიკოსები, მკვლევრები სტუდენტები,“- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები მოწვეული სტუდენტები დაესწრნენ. წიგნის ქართული გამოცემა მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ. ტექსტი ფრანგული ენიდან ქართულად თარგმნა ქეთევან ქუსიკაშვილმა. წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42